x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის მონანიება და უკრაინელთა მიმართ სოლიდარობის გამოცხადება

რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების, სპეცრაზმის, საზღვაო ძალების ვეტერანთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ ვისტიცკი სოციალურ ქსელში უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს.


პოსტიდან ჩანს სინანულში ყველა იმ სამხედრო კონფლიქტში მისი მონწილეობის გამო, რომელსაც რუსეთი აღვივებდა. მიხაილი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა. თუმცა დღეს ის უკვე განვლილ გზას და რუსულ ოკუპაციურ პოლიტიკას აკრიტიკებს.


image

”... ჩვენს ბატალიონში 27 ადამიანი გვყავდა უკრაინიდან და ახლა გინდათ მაიძულოთ, ვთქვა, რომ ისინი ჩემი მტრები არიან? იმისთვის, რომ უნდათ იცხოვრონ იანუკოვიჩის და მისი თაღლითებისა და ქურდების ბანდის გარეშე?? არა, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ნუ მაიძულებთ ჩემი მეგობრები მტრებად მივიჩნიო.

მდივან-კომპიუტერის მეომრები ახლა ძალიან ხშირად მწერენ, მსაყვედურობენ, ჩუმად ნუ ხარ, ნაცისტებზე შენი აზრი გამოხატეო და ა.შ. პასუხად მე შემიძლია დავუსვა მათ კითხვა: ვინ ვართ ჩვენ თქვენთვის??? სიკეთის მეომრები????? მაშინ რატომ ვიბრძვით ყოველთვის არასაკუთარ მიწაზე??? მაშინ რატომ ვართ პოლონეთში, ფინეთში, უნგრეთში, ჩეხეთში და სლოვაკეთში, გერმანიაში, ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, ავღანეთში, დნესტრისპირეთში, ჩეჩნეთში, საქართველოში და ახლა უკრაინაში ოკუპანტები???? ცოტა დაფიქრდით! ყოფილხართ რომელიმე თქვენგანი ომში, როცა ადგილობრივები სახეში გიყვირიან - "წადით აქედან, ოკუპანტებო!"???

რატომ ვიბრძვით ყოფილ ძმებთან???? ეს ყველა ხალხი, ვინც ჩამოვთვალე, ფაშისტები არიან??? ისინი რატომ არ გვიტევენ, თუ ფაშისტები არიან?? ჩვენ კი გამუდმებით რატომ ვუტევთ???? რატომ აქვს თითქმის ყველა ჩემს თანამებრძოლს ჭრილობები და კონტუზია, რა იდეისთვის უცხო მიწაზე????
გამოფხიზლდით! რუსეთს აღარ ჰყავს მოკავშირეები, გარდა საწყალი ბელორუსიისა და ვირტუალური „ჰონდურასისა“.

აღარ მინდა მონაწილეობა იმ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი უბრალოდ ფსევდოპატრიოტიზმით გადავიდა ჭკუიდან, ძმების მოკვლა უნდა, "იდეალებისთვის", რომელთა ფორმულირება და ახსნაც არ შეუძლიათ!. ეს, ალბათ, არის იმპერიის გაფართოების იდეა, იმ იმპერიისა, რომელიც პრაქტიკულად არაფერს აწარმოებს??? რომელსაც არ აქვს ნორმალური გზები და საკუთარი წარმოება, არ არის საკმარისი საავადმყოფოები, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები და მოხუცთა თავშესაფრები??? სადაც სოფლის მეურნეობა დაქცეულია და ბიზნესი მონობაშია. სადაც ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი იპარება და ქურდები წმინდა გიორგის ლენტებს ატარებენ.

ჩვენ არ გვაქვს არც კაპიტალიზმი, არც სოციალიზმი, არამედ გვაქვს ბიუროკრატიული ფეოდალიზმი.. ჩვენ თვითონ არ ვიცით, საით მივდივართ. იპოვეთ სახლში რაიმე მაინც (ჟიგულის გარდა) სამარკო ნიშნით "made in Russia". ჩვენ არაფერი გვაქვს საამაყო. ჩვენს მეფეს სურს სტალინის მსგავსი მმართველობა, მაგრამ აბრამოვიჩივით ცხოვრება. უნდა გაფართოვდეს ასეთი ფეოდალური იმპერია? დაპყრობილ ხალხებსაც არაფერი უნდა ჰქონდეთ ჩვენსავით და მონებად იქცნენ???

ჩემი აზრით, თუ თქვენ გაატარებთ სწორ საგარეო პოლიტიკას, მაშინ ყველა მეზობელი ქვეყანა გახდება თქვენი მოკავშირე, მეგობარი და პარტნიორი, როგორზეც ევროკავშირია დაფუძნებული. მეგობრობა, პარტნიორობა, ჰარმონია. ჩვენ არც მოკავშირეები გვყავს და არც მეგობრები და უახლოეს მომავალში არ გვეყოლება პარტნიორები ყველა ევროპული ქვეყნის მიერ მიღებული სანქციების გამო. ანუ ყველა ფაშისტები არიან??? და ავსტრალიელები (სანქციებს დაუჭირეს მხარი) და მექსიკელები, კანადელები და ამერიკელები ყველა ფაშისტები არიან? ყველა, ჩვენ გარდა?
image

ფაშისტური სამყარო ჰუმანური რუსეთის წინააღმდეგ - ხომ პრიკოლია (არ ვთარგმნე)? ხომ სასაცილოა? დიახ, რუსეთში ადამიანის სიცოცხლე და პიროვნება არასოდეს ყოფილა დაფასებული და არც არაფერი ღირდა. ჯარისკაცის სიცოცხლეც აქ არაფრად ღირდა.

არასდროს დაფიქრებულხართ, რომ იქნებ თვითონ ჩვენში ვერ არის რაღაც მთლად კარგად?"
0
494
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0