x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
პური მაისის თვიდან, შესაძლოა, კიდევ 20 თეთრით გაძვირდეს

image
ამის შესახებ პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ, “ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.



"თუ ფქვილისა და ხორბლის ფასის მატების ტენდენცია შენარჩუნდა, მაისის შემდეგ, პური სავარაუდოდ, 20 თეთრით გაძვირდება."


მაღაზიების ნაწილში ზოგიერთი პურის სახეობა 10 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, პური, რომელიც გუშინ 1.05 ლარი ღირდა, დღეს მომხმარებელს მისი შეძენა 1.15 ლარად მოუწია, 1.10-ლარიანი პური კი 1.20 ლარი გახდა. მასობრივი წარმოების პურზე ფასის ზრდას, პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გამონაკლის შემთხვევებს უწოდებს.



„პურის 10 თეთრით გაძვირების ფაქტს არ ვადასტურებ. ასეთი რამ ქარხნის პურთან დაკავშირებით მასიურად არ მომხდარა. არის რიგი შემთხვევები, როცა საცხობები, რომელთა პროდუქციაც ადრე შეუფუთავი იყო, ახლა შეფუთვით გამოდის და შესაბამისად, უფრო ძვირია.


თუმცა, ვადასტურებ, რომ ფასი გაზრდილია აბსოლუტურად ყველა კომპონენტზე. ფქვილიც, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა 64-დან 75-ლარამდე გაძვირდა მიმდინარე ომის ფონზე. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა 450 აშშ დოლარს მიაღწია. ახლა, ჯერი სახელმწიფოზეა, რას იზამს მაისიდან. მაისამდე ჩვენ პროდუქტს არ გავაძვირებთ. შემდეგ კი, თუ ტენდენცია კვლავ გაგრძელდა, მაისიდან პურის ფასი 20 თეთრით მოიმატებს. აქ უკვე ჯერი სახელმწიფოზეა, რა მექანიზმს ჩართავს“ – განუცხადა დოლიძემ “ბიზნესპრესნიუსს“.
0
48
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0