x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჯარისკაცები პირბადეებით არ იბრძვიან, ასევე არც არავინ იღუპება გრიპით"- რა ინფორმაციას ავრცელებს ლალი მოროშკინა

image


"ახლა რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები არ იყოს, ჯანმოს თავკაცი სრულ ლოქდაუნს გამოაცხადებდა!"- ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი, პიარ-ტექნოლოგი და მწერალი, ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე და COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიას კაცობრიოს წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებას უწოდებს, რომელსაც ჯანმო ახორციელებს. მოროშკინას თქმით, რომ არა უკრაინის ტრაგედია, აქაც ყოველი დილა გამყრელიძე-იმნაძის ბრიფინგებით დაიწყებოდა:



"ახლა რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები არ იყოს, ჯანმოს თავკაცი სრულ ლოქდაუნს გამოაცხადებდა!


შან-ხაიში იგივე სცენარით მიდის ყველაფერი, რაც 2020-ში.


იგივე კადრები გულწასული ადამიანებით, იგივე ისტერიული ტონი საინფორმაციოებში, და იმაზე მკაცრი ლოქდაუნი, ვიდრე 2020-ში. საკვების საყიდლად მხოლოდ ხუთ დღეში ერთხელ უშვებენ რამოდენიმე წუთით! იქვე ცრიან და აღრიცხავენ.


სახ.დეპმა ჩინეთიდან გაიწვია ყველა დიპლომატი.


დიახ, რომ არა ეს უბედურება რაც უკრაინაში ხდება, ახალი სპექტაკლი გათამაშდებოდა, პათეტიური ტექატებით საინფორმაციოებში, კუბოების ტრიალით, ქვეყნების და ქალაქების ჩაკეტვით. ხო, რაც მთავარია, ყვირილით და მუშტის ქნევით, რომ აღდგომაზე ეკლესიები იხურება!


არ შევალ ახლა ეგზისტენციალურ განხილვაში, მაგრამ ფაქტია, რომ სადღაც სატანაა, სადღაც უფალი...


სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მიდის პლანეტაზე. ბოლო ომი!


უკრაინის ამბებმა ძალაუნებურად დაამტკიცა, რომ ავადობა - რაღაც მისტიკა უფროა და ჯარისკაცები პირბადეებით ნაღდად არ იბრვიან, ასევე არც არავინ იღუპება გრიპით.


კითხვა ასე ისმის, ნუთუ ათასობით მართლმადიდებლის სისხლი იყო საჭირო, რომ დანარჩენ კაცობრიობას დაენახა რა კატასტროფას უმზადებს ჯანმო მსოფლიოს. სადაა რეალური ბოროტება და რას უნდა ვებრძოლოთ.


2022-2024 იქნება გააფთრებული ბრძოლა იდეალების, ტრადიციების, რელიგიების, ავტორიტეტების,


ოჯახის სიწმინდის,


იდენტობის,


ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ი ს


წინააღმდეგ.


ეს ყველაფერი აქტიურდება აღდგომის წინ. ამას უკვე მესამე წელია ვაკვირდებით.


დიახ, რომ არა უკრაინის ტრაგედია, აქაც გამყრელიძე-იმნაძის ბრიფინგებით დაიწყებოდა დილა.


ღმერთო მშვიდობა მიეცი უკრაინას, ახლა ვხვდები, თავისდაუნებურად რა ჯვარი აიღო თავის თავზე.


ჩინეთი კი საკუთარი ზომბირების ბოლო ფაზაშია, რომელიც მესამე მსოფლიო ომის წამომწყებია!


ტვინგამორეცხილი ადამიანი - კარგი საზარბაზნე მასალაა.


დილა მშვიდობისა მეგობრებო❤ და მაინც, ჩვენ ნამდვილად ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ... უბრალოდ მივუბრუნდეთ სახით...


ჩვენთან ყველაფერი კარგად იქნება, მერწმუნეთ ????"- წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში.





0
757
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
757