x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
13 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ, რომლებიც ნებისმიერ უცხოელს შოკში ჩააგდებს

ამომავალი მზის ქვეყანა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ტურისტებში. იქ ხომ ყველაფერი “ისე არაა, როგორც სხვაგან":

1. იაპონიის მეტროში არის სპეციალური ვაგონები მხოლოდ ქალებისთვის. ეს ყველაფერი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით პიკის საათის დროს ხშირია სექსუალური შევიწროება კაცების მხრიდან ტრანსპორტში.image

2. იაპონიაში ხილი ძალიან ძვირია. ხორცი და თევზი კი პირიქით, სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია. ერთგვარი კომპენსაცია ასეთი მაღალი ფასებისთვის.image

3. იაპონელები პატივის საკითხებს სერიოზულად ეკიდებიან. იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე პრემიერ-მინისტრი ნებაყოფლობით გადადგა. მიზეზი საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობა გახდა.image

4. მრავალი მაღაზიის თაროებზე ჩუმად ყიდიან ფილმებს "მოზარდებისთვის". გაზეთების კიოსკებში ჩვეულებრივ არის სპეციალური ადგილი ჰენტაისთვის (ეროტიკული ანიმე). მათ ახალგაზრდებზეც კი ყიდულობენ. ყველაზე პოპულარულია ის, რომელიც შეიცავს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის სცენებს.რაც მთავარია, იაპონელებს მათი ღიად კითხვა ტრანსპორტშიც არ ერიდებათ. image

5. იაპონელებისთვის დელფინის ხორცი დელიკატესიაimage

6. იაპონია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ ატარებს იმპერიის ტიტულს, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად.image

7. იაპონელებისთვის სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ორგანიზმის გადაღლა ზედმეტი შრომისგან. ამით ყოველწლიურად დაახლოებით 10000 ადამიანი იღუპება. ამიტომ, ქუჩაში ნებისმიერ ადგილას მძინარე ადამიანებს შეხვდებით.image

8. იაპონიას აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალი თვითმკვლელობის მაჩვენებელი და ეს ეროვნული პრობლემაა.image

9. საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ აეროპორტებსა და მატარებლის სადგურებზე.image

10. ამ ქვეყანაში უცხოელებს უხდიან მინიმალურ ხელფასს, რაც იაპონელის ხელფასის ნახევარზე ოდნავ მეტია. სამუშაოს მისაღებად ტარდება რამდენიმე გასაუბრება, ტესტირება, ამიტომ იაპონიაში არ არის ემიგრანტების ნაკადი და იაფი მუშახელი.image

11. იაპონიის მამრობითი სქესის მოსახლეობის 7% ეკუთვნის ჰიკიკომორს. საუბარია ადამიანებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს საზოგადოებისგან იზოლირება. ისინი ტოვებენ სამსახურს, ცხოვრობენ ოჯახის ხარჯზე, არ ერთობიან და არ ტოვებენ სახლს.image

12. იაპონელების საყვარელი საუბრის თემა საჭმელია. ჭამის დროსაც კი მას განიხილავენ. უხეშობად ითვლება ჭამის დროს სიტყვა „გემრიელი“ რომ არ წარმოთქვან.image

13. იაპონიას აქვს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გასართობი პარკი, Disneysea, სადაც ნამდვილად სულისგამყინავი ატრაქციონებია.image

0
305
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0