x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"ჩამივარდა ოცნების ივანიშვილთან საიდუმლო შეხვედრის მასალები..." - რა დეტალებს ასჯაროებს პაატა ბურჭულაძე

image


მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგებო პოსტს ავრცელებს და ექს- პრემიერ, ბიძინა ივანიშვილთან "ქართული ოცნების" საიდუმლო შეხვედრის მასალებს ასაჯაროებს:


"გიხაროდენ!!!


ომი მორჩება რამოდენიმე დღეში და ამაში საქართველო გადამწყვეტ როლს ითამაშებს.


ჩამივარდა ოცნების ივანიშვილთან საიდუმლო შეხვედრის მასალები, რომელსაც ვასაჯაროვებ.


მაშ ასე:


ჩვენი დელეგაცია ურჩევს უკრაინელებს, რომ დაყარონ იარაღი და დანებდნენ.უკრაინელები ეტყვიან, რომ არავითარ შემთხვევაშიო და აი აქ, ( !!!!!!!!! ) ოცნება გამოიყენებს თავის ჯადოსნურ, ბრძნულ 3 სიტყვას: “აბა ომი გინდათ"?1


რამოდენიმე წუთით (ხანგრძლიობა 10-12 წუთი)ჩამოვარდება სამარისებული სიჩუმე.ისეთი სიჩუმე, რომ დარბაზის ბოლოს ისმის ბუზის ხმა, რომელიც ეხეთქება აივნის ფანჯრის შუშას........და უცებ ერთ-ერთი მათგანი, (სავარაუდოთ პრეზიდენტი ზელენსკი)წამოხტება და გაიძახის: აქამდე როგორ ვერ მივხვდით! რა სიბრძნეა!რა დიდი და ღირსეული გზაა!!!


შედეგი:


1.უკრაინა ეთანხმება ჩვენს რჩევას.


2.ბედნიერია მთელი მსოფლიო.


3.საქართველოს პრეზიდენტი აჯილდოვებს ივანიშვილს და მის მოდგმას უმაღლესი ჯილდოებით.


4.ქართულ ოცნებას ვუხანგრძლივებთ ხელისუფლებაში ყოფნას 2082 წლამდე.(გახანგრძლივების შესაძლებლობით)


5.ბედნიერია ერიც და ბერიც."- წერს საოპერო მომღერალი და ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.







0
555
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
555