x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
პაულო კოელიოს 13 ლეგენდარული გამონათქვამი
პაულო კოელიოს 13 ლეგენდარული გამონათქვამი

იხილეთ პაულო კოელიოს 13 ლეგენდარული გამონათქვამი:

1."თუ შენ გაქვს უნარი დაინახო მშვენიერება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ატარებ მშვენებას შენი არსებით. რადგან სამყარო სარკეს გავს, რომელშიც ყველა ხედავს საკუთარ გამოსახულებას."

2."როცა რამე ძალიან მოგინდება, მთელი სამყარო დაგეხმარება რომ აიხდინო შენი სურვილი."


3."თუ მე მოვიქცევი ზუსტად ისე, როგორ საქციელსაც ელოდებიან ჩემგან სხვები, მე მათ მონად ვიქცევი…"

4."დაკარგვა საუკეთესო გზაა რაიმე ახლის საპოვნელად."

5."თუ ადამიანი შენია, ის შენია, მაგრამ თუ მას გული სხვაგან მიუწევს, ვერაფერი ვერ შეაკავებს, და არც ღირს ის არც შენს დროდ და არც ყურადღებად."

6. "ზურგს უკან ლაპარაკობენ ნებისმიერ რამეს, პირში კი გეუბნებიან იმას რაც სარგებელს მოუტანს მათ."

7."ჩვენი ანგელოზები მუდამ ჩვენთან არიან და ხშირად ისინი იყენებენ ვინმეს ტუჩებს როცა ჩვენთვის რამის თქმა უნდათ."

8."არასოდეს არ შეიძლება ოცნებაზე უარის თქმა! ოცნებები კვებავენ ჩვენს სულს ისე, როგორც საკვები ჩვენს სხეულს. რამდენჯერაც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრებაში ჩაძირვა და იმის დანახვა თუ როგორ იმსხვრევა ჩვენი იმედები, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ ოცნება."

9."ზოგჯერ უნდა გაიქცე რათა დაინახო ვინ გამოგეკიდება. ზოგჯერ უნდა ისაუბრო ხმადაბლა რათა დაინახო ვინ გისმენს სინამდვილეში. ზოგჯერ უკან უნდა დაიხიო რათა დაინახო ვინ არის ნამდვილად შენს მხარეზე. ზოგჯერ უნდა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რათა ნახო ვინ არის შენს გვერდით როცა ყველაფერი იმსხვრევა."

10."ზოგჯერ საჭიროა მოკვდე, იმისთვის რომ დაიწყო სიცოცხლე."

11." მუდამ თქვი ის, რასაც გრძნობ და გააკეთე ის რაც გინდა. სიჩუმე ამსხვრევს ცხოვრებას და ადამიანთა ბედს."

12."ადამიანი ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ჩქარობს გაიზარდოს, მერე კი ოხრავს გარდასულ ბავშვობაზე. ხარჯავს ჯანმრთელობას ფულისთვის, შემდეგ ხარჯავს ფულს ჯანმრთელობის აღსადგენად. ფიქრობს მომავალზე ისეთი მოუთმენლობით, რომ კარგავს აწმყოს, რის გამოც არც აწმყო აქვს და არც მომავალი. ცხოვრობს ისე, თითქოს არასოდეს მოკვდება და კვდება ისე თითქოს არ უცხოვრია."

13."ყოველთვის ყველაფერი კარგად მთავრდება. თუ ცუდად დამთავრდა ესე იგი ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული."

0
238
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0