x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
გაიგეთ რამდენად გაქვთ გამომძიებლის უნარები
1. სურათში მოცემული მინიშნებების დახმარებით მიხვდით ვინ არის მკვლელი.

image2. ყურადღებით დააკვირდით სურათს და მიხვდით რომელია გამტაცებელი.

image

3. სურათზე ვხედავთ გარდაცვლილ კაცს და რამოდენიმე მინიშნებას. ყურადღებით დააკვირდით და გამოიცანით ეს მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა?


image

4. მოდით დეტექტივის კეპი დავიხუროთ და სურათს ყურადღებით შევხედოთ.

მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა?

image

5. როგორც ქვემოთ სურათში ჩანს, ქალთა საპირფარეშოში გარდაცვლილი ქალი აღმოაჩინეს.

ვინ არის მკვლელი?

image

6. ფეხბურთის მატჩის შემდგომ კანტე, კოსტა, ლუიზი, მიჩი და მოსე საუნაში წავიდნენ, იქ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. მოულოდნელად კანტემ ხელებზე სისხლი შეამჩნია, მან დაიყვირა და ორთქლი გამორთეს. მიჩი მკვდარი დაინახეს.

გამომძიებელი ედგარი მოვიდა და გამოიკითხა ეჭვმიტანილებს საუნაში რა ჰქონდათ შეტანილი.

კანტე: ერთი ჭიქა პლასტმასის ლუდი.

კოსტა: მხოლოდ თერმოსი.

ლუიზი: შერლოკ ჰოლმსის წიგნი.

მოსე: თოკი.


გამომძიებელმა მაშინვე დააკავა მკვლელი.

ვინ არის მკვლელი?

image

7. ჯეიმს ბონდი ლიონის სასტუმროში ისვენებდა, როცა კარზე კაკუნი გაიგონა. მან კარი გააღო და წინ ლამაზი ქალი დაინახა, რომელიც მანამდე არასოდეს ენახა. ქალმა მოუბოდიშა, ეგონა, რომ ეს მისი ოთახი იყო. იგი უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც ბონდმა პისტოლეტი ამოიღო და ქალს უთხრა, რომ გაჩერებულიყო.

ქალის მიმართ ბონდს ეჭვი რამ გაუჩინა?

image

8. ლონდონის ცენტრალურ პარკში ენი მკვდარი იპოვეს. ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი იყო: ჰაზარდი, კოსტა, პედრო, ვილიამი, ტერი და კურტუა.

ენმა მკვლელის სახელი იატაკზე დაშიფრული ასოებით დაწერა: dqvxf.

პოლიციამ მისი ამოხსნა ვერ მოახერხა, ამიტომ შერლოკ ჰოლმსს სთხოვეს დახმარება. ერთი წუთის შემდეგ, მან შიფრი ამოხსნა და პოლიციას მკვლელის დაპატიმრება უბრძანა.


ვინ არის მკვლელი?

image

9. ბატონმა სმითმა უიშვიათესი ფრინველი, რუპელის სვავი დაინახა და მალევე გარდაიცვალა.

ამას როგორ ახსნით?

image

10. სააბაზანოში, დინ ვინჩესტერმა ზუსტად თვალებშუა საფანტი თოფით თავის თავს ესროლა. რა თქმა უნდა, ტყვიებიცა და იარაღიც ნამდვილი იყო. ერთი წუთის შემდეგ, დინი სააბაზანოდან ცოცხალი გამოვიდა და სისხლის კვალიც არ იყო.

როგორ?

image




პასუხები

image



1. მკვლელია თაბაშირიანი კაცი.

  • გარდაცვლილის სხეულზე სისხლი მარცხენა მხარესაა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მკვლელი სავარაუდოდ ცაციაა.
  • კაცი, რომელსაც ხელი თაბაშირში აქვს ჩასმული, რატომ წავა პერანგის ან ქუთრუკის საყიდლად? საეჭვოა.
  • თაბაშირში ალბათ იარაღს მალავს.

2. გამტაცებელია A.

  • სურათ B-ზე და C-ზე, ბავშვს აქვს ხელი მოკიდებული, ხოლო სურათ A-ზე - კაცს.

3. მკვლელობაა.

  • ოთახში ჩხუბის კვალია.
  • თვითმკვლელობის შემთხვევაში, პისტოლეტით მიყენებული ჭრილობა, როგორც წესი, თავზეა ხოლმე, ხოლო სურათზე კაცს ჭრილობა მკერდზე აქვს.
  • გარდაცვლილი ცაციაა, რამდენადაც მისი ყველა ნივთი: ტელეფონი, კალმები მარცხენა მხარესაა. იარაღი კი მარჯვნივ გდია.

4. გააჩნია ამ თავსატეხს რომელი კუთხით შეხედავთ.

A. სამხილები, რომლებიც მკვლელობაზე მიუთითებს:

  • ოთახში წაჩხუბების ნიშნებია.
  • გარდაცვლილი ცაცია ჩანს, რამდენადაც ისეთი მნიშვნელოვანი ნივთები, როგორიცაა ლეპტოპი და წყლის ჭიქა, მარცხენა მხარესაა. მკვლელმა ეს არ იცოდა და იარაღი მარჯვნივ დააგდო.
  • ფანჯარაში კაცი მოჩანს, რომელიც მისი გაღების შემდეგ გაიქცა.
B. სამხილები, რომლებიც თვითმკვლელობაზე მიუთითებს:

  • გარდაცვლილი გაკოტრების გამო გაცოფებული იყო (სურათზე ფინანსური მონაცემები ჩანს, რომელიც დაბლა ეშვება). იგი დათვრა და გაშმაგებულმა კედელზე ბოთლი მიანარცხა და ნივთები ძირს დაყარა. შემდეგ თვითმკვლელობის წერილი დაწერა და მაგიდაზე დატოვა. სასხლეტს თითი გამოჰკრა და თავი მოიკლა.
შენიშვნა: რაც შეეხება კაცს ფანჯარაში, ნაკვალევი და მორბენალის მიმართულება ერთმანეთს არ ემთხვევა.


5. ნომერი 3-ია მკვლელი.

რადგანაც ქალების საპირფარეშოა, მხოლოდს ქალებს შეუძლიათ შიგნით შესვლა. აქედან გამომდინარე მკვლელიც აშკარაა.


6. მკვლელია კოსტა.

კოსტას ყინულის ხანჯალი თერმოსში ჩადებული ჰქონდა, რომ არ გამდნარიყო. მან მიჩი ხანჯლით მოკლა, შემდეგ კი ხანჯალი საუნაში გადნა.


7. ბონდს ქალის მიმართ ეჭვი იმან გაუჩინა, რომ ადამიანი თავისი ნომრის კარზე არასდროს აკაკუნებს!


8. მკვლელია კოსტა.

  • c + 1 ასო -> d
  • o + 2 ასო -> q
  • s + 3 ასო -> v
  • t + 4 ასო -> x
  • a + 5 ასო -> f

9. რუპელის სვავი ჩვეულებრივ მაღალ სიმაღლეზე ხვდებათ. რაც შეეხება ბატონ სმითს, იგი თვითმფრინავში იმყოფებოდა. სვავი თვითმფრინავს შეეჯახა, რის გამოც ჩამოვარდა.


10. დინ ვინჩესტერმა თავის თავს სარკეში ესროლა.

0
716
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ესიტაშვილი
ანა ესიტაშვილი
716
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0