x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
გიორგი შავგულიძე და ვასო გოძიაშვილი - სამი სახალისო ისტორია
image

1959 წლის 13 აპრილს ქალაქ თბილისში ელვისებურად გავრცელდა თავზარდამცემი ამბავი, პლეხანოვზე ჟორა შავგულიძე ტროლეიბუსმა გაიტანაო, უმალ ხალხი მიესია თურმე, ხელში აიტაცა უსაყვარლესი მსახიობი და იქვე ცხარე ცრემლით დაიტირა... ტროლეიბუსის მძღოლი თავს იკლავდა, როდესაც გაიგო შავგულიძე მოვკალიო, ტროლეიბუსის სალონში სწორედ მისი სურათები ჰქონია გაკრული;ასე ტრაგიკულად დასრულდა შესანიშნავი მსახიობის, გიორგი შავგულიძის სიცოცხლე, იგი 48 წლის იყო.სულ სხვა არაფერი, რომ ეთამაშა, თეატრსა თუ კინოში, მარტო ერთი ნიკოს როლით დაიმკვიდრებდა სამუდამოდ თავს ქართული კინოს ისტორიაში "ქეთო და კოტედან", სადაც ვასო გოძიაშვილთან ერთად თამაშობს დუეტში.


დღეს სამ სახალისო ისტორიას შემოგთავაზებთ სადაც ეს ორი მსახიობი ერთად თამაშობდა.



1)რეჟისორი ჯემალ ანჯაფარიძეს მოგონებიდან:


ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე მარჯანიშვილის თეატრში თამაშობდნენ სპექტაკლში, სადაც გიორგი შავგულიძე თეთრგვარდიელი იყო, ვასო გოძიაშვილი კი – წითელარმიელი.( ჭიაურელი-ასათიანის დადგმა "1917 წელი")


ვასო გოძიაშვილის პერსონაჟს გიორგი შავგულიძის პერსონაჟი პირველივე აქტის დასაწყისში კლავდა.


თურმე ბატონ ვასოს მატარებელზე ეჩქარებოდა, იმ დღეს რაიონში ჰქონდა გამოსვლა და გიორგი შავგულიძეს სთხოვა, კულისებთან ახლოს მომკალიო, რომ კულისებში გადავარდნილიყო და ეგრევე მატარებელზე გაქცეულიყო.


რა თქმა უნდა, გიორგი შავგულიძე დაეთანხმა. დაიწყო სპექტაკლი, მოვიდა მათი შებრძოლების სცენა და ესროლა გიორგი შავგულიძემ შუა სცენაზე ვასო გოძიაშვილს. რაღას იზამდა ბატონი ვასო, დაეცა… არადა, მატარებელზე აგვიანდება.


მოქმედებამ სპექტაკლში სხვაგან გადაინაცვლა და ბატონმა ვასომ გადაწყვიტა დაჭრილივით, მძიმედ, ფორთხვით მისულიყო კულისებამდე. გიორგი შავგულიძემ მისი მოძრაობა შეამჩნია და იმპროვიზაციას მიმართა – კიდევ ცოცხალია ეს ძაღლი? – დაიყვირა მან და წითელარმიელ ვასო გოძიაშვილს რამდენიმე ტყვია დაახალა.


ამის შემდეგ, ვასო გოძიაშვილი აღარც განძრეულა…


2)ვასო გოძიაშვილი ერეკლე მეფეს თამაშობდა, (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე") სადაც არის ასეთი სცენა, როცა ერეკლე ამბობს: “ღმერთმა ხომ იცის, რომ...” ამ დროს მაღლა იყურება და ხელებს ცისკენ აღაპყრობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცოდა ჟორა შავგულიძემ, რომელიც სპექტაკლში საიათნოვას თამაშობდა, მაგრამ იმ პერიოდში თავისუფალი კულისებში იდგა. სცენის თავზე, მემანქანეებთან, ჩაიხადა შარვალი და ზედ ვასოს თავზე ჩაიცუცქა. “ღმერთმა ხომ იცის” – დაიწყო ვასომ, მაღლა აიხედა და დავიწყდა რაც უნდა ეთქვა.


- ვა, ტ**კი? -თქვა გაოცებულმა


პაატა ბატონიშვილმა მაღლა აიხედა და... - კი, ტ**კი, ეს ვისია?


დარბაზში ყველა სიცილით იხოცებოდა, ყურთასმენა აღარ იყო. მსახიობები კი შავგულიძის ხუმრობის გამო საკმაოდ სოლიდურად დააჯარიმეს.


3)"ქეთო და კოტეში" -სიკოს და ნიკოს კუპლეტები ოპერის მომღერლებს უნდა ჩაეწერათ. რეჟისორმა გადაღებაზე ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძეც მიიწვია, პროცესს დაესწარით, იქნებ თქვენი დახმარება დამჭირდესო. ოპერის მსახიობებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, სწორად მღეროდნენ, მაგრამ ნათქვამით არ ცოცხლობდნენ, მათი შესრულება ერთფეროვანი იყო. გოძიაშვილმა რაღაც ფრაზები წაიმღერა, ჟორამაც სცადა სწორი ინტონაციები მიეწოდებინა ოპერის მომღერლებისთვის, მაგრამ არაფერი გამოვიდა. უცებ დირიჟორმა შალვა აზმაიფარაშვილმა ვასოს და ჟორას უთხრა: იმღერეთ ორკესტრთან ერთად! მსახიობები შეკრთნენ, მაგრამ იმღერეს და… ოპერის მომღერლები განაწყენდნენ, რადგან დირექტორმა ფილმისთვის თავის მომღერლებს გოძიაშვილი და შავგულიძე ამჯობინა.


1
879
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
879
  
2022, 20 აპრილი, 15:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1