x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვარშავის მერიამ რუსეთს უძრავი ქონება ჩამოართვა

ვარშავაში არსებული რუსული ქონება უკრაინელებს გადაეცემათ, – მსგავსი გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ მიიღო. საუბარია სობესკზე მდებარე კომპლექსზე.

როგორც განიმარტა, შენობა, რომელიც 100–ზე მეტ ბინას მოიცავს, ჯერ კიდევ 1970-იან წლებში აშენდა საბჭოთა კავშირის დაკვეთით და იქ საბჭოთა კავშირის დიპლომატები ცხოვრობდნენ, თუმცა 90-იან წლებში რუსებმა შენობის მოვლა შეწყვიტეს.

ბოლო წლების განმავლობაში ვარშავის მერია შენობის ქალაქის ბალანსზე გადატანას ცდილობდა. წარიმართა სასამართლო დავაც. 2016 წელს ადგილობრივმა სასამართლომ რუსეთს შენობის დაბრუნება დააკისრა, თუმცა რუსეთი ამტკიცებდა, რომ საცხოვრებელი კომპლექსი დიპლომატიური ობიექტი იყო.

როგორც ვარშავის მერმა რაფალ ტრზასკოვსკიმ აღნიშნა, ამ ეტაპზე ხელისუფლება სახლის ტექნიკურ მდგომარეობას ამოწმებს.


პოლონეთში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ "სახლი ნამდვილად მოემსახურება უკრაინას და უკრაინელებს“:

„აქ შეიძლება, განთავსდეს საბავშვო ბაღი, უკრაინული ცენტრი, ან შეიძლება, გადმოვიტანოთ პოლონეთში უკრაინელების გაერთიანების ფილიალი“.image

0
177
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0