x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„ოპოზიცია უკრაინისთვის სისხლის ჩასაბარებლად არ მოსულა, ეს მაინც გაეკეთებინათ ჩვენთან ერთად“.. - ლადო კახაძე

image


ქართული ოცნების წევრი პარლამენტში, ექიმი ლადო კახაძე ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში ოპოზიციას უკრაინისადმი თანადგომით სპეკულაციებში ადანაშაულებს. დეპუტატი ამბობს, რომ სინამდვილეში არც ისეა საქმე, როგორც მათი მხარდამჭერი ტელევიზიები ხატავენ. როგორც ლადო კახაძე ამბობს, ახლახან, სახელისუფლებო პარტიის დეპუტატებმა უკრაინის დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს, თუმცა მათ ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიცია არ შეუერთდათ. არადა ეს დეპუტატების მხრიდან ყველაზე კეთილშიბილი აქტი იყო. თუკი ოპოზიციას უკრაინა რეალურად აღელვებს, მისი აზრით, ოპოზიციონერი დეპუტატები სისხლის დონაციის აქციაში აუცილებლად უნდა ჩართულიყვნენ.


„როდესაც სისხლის ჩასაბარებლად ჩავედით, ოპოზიცია იქ არ ჩამოსულა, სისხლი უნდა გაგვეგზავნა უკრაინაში. ეს ხომ არ იყო ავტომატის ჭერა, იარაღის სროლა და უკრაინის კბილებით დაცვა. ელემენტარულად სისხლი გაეღოთ. დეპუტატებმა სისხლის რარაც მოცულობა გავაგზავნეთ. ეს მაინც გაეკეთებინათ ჩვენთან ერთად, - ამის შესახებ პარლამენტარმა უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ განაცხადა.


ჟურნალისტმა ლადო კახაძეს განუმარტა, რომ შესაძლოა ოპოზიციას ამ აქციის ორგანიზების შესახებ არ სცოდნოდა. კახაძემ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ მათ ამისათვის მოწვევა არ სჭირდებოდათ.

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0