x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
"იმისთვის არ გადამიხდია მადლობა, რომ მთელი ცხოვრება იქ იჯდეს" - მამუკა ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილზე

image


მომღერალი მამუკა ჩარკვიანი გუშინ, ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს საავტორო გადაცემა - "ჩაიზე" სტუმრობდა, სადაც მან არაერთ საკითხთან ერთად, ასევე ექს - პრემიერ, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის საოპერაციოდ გადარიცხულ თანხაზეც ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს მუსიკოსის გუშინდელი ინტერვიუდან:


"სიმართლეა, კი, ბატონმა ბიძინამ გადმომირიცხა საოპერაციო ფული. რომ ჩავფრინდი მეორე დღესვე გამიკეთეს ოპერაცია ფული უნდა მქონოდა, ესეთი წესია იხდი – იკეთებ, გადმომირიცხა ფული და დიდად მადლობელი ვარ...


მაშინ მამა ცოცხალი იყო, მამამ დარეკა პირველად რომ იყო პრემიერი, იმას უთხრა ბიძინას მინდა დაველაპარაკოო. ბატონ ბიძინას ვეტყვიო და ცოტა ხანში რომ გადმორეკოთო, მამაჩემმა უთხრა ცოტა ხანში, მამუკა აღარ იქნებაო, ეგეთი სიტუაცია იყო... რამდენი გნებავთო უთხრა და გადმორიცხეს, კულტურის სამინისტროდან…


მე მადლიერი ვარ, უმადური არ უნდა იყოს კაცი, მე მადლობა გადავუხადე მას… იმისთვის კი არ გადამიხდია მადლობა, რომ მთელი ცხოვრება იქ იჯდეს, გადავუხადე მადლობა, სიკვდილისგან მიხსნა და კიდევ ვუხდი ამ მადლობას. მოვიდეს ცოტა აზრზე. შეცვალოს რაღაცა" - განაცხადა "ჯორჯიან თაიმსის" პირდაპირ ეთერში მომღერალმა მამუკა ჩარკვიანმა, მაკა რაზმაძის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის გადარიცხულ საოპერაციო თანხას ეხებოდა.








0
1280
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1280