x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
12 საინტერესო ფაქტი ჩინეთის ეკონომიკის შესახებ

image


ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენები ჩინეთის ეკონომიკის მდგომარეობის სრულ სურათს არ იძლევა, სწორედ ამიტომ ამ სიცარიელის შესავსებად წარმოგიდგენთ 12 საინტერესო ფაქტს ციური სამეფოს მოხმარების, მრეწველობისა და დემოგრაფიის შესახებ.




1. ჩინეთს საკუთარი "Goldman Sachs"- ი აქვს


image


ჩინეთი ცნობილია ელიტური საქონლის პატენტებით


შენჯენს საკუთარი "Goldman Sachs" (Goldman Sachs Financial Leasing Co) -ი აქვს, თუმცა ცნობილი ამერიკული ბანკის ჰონგ- კონგის ფილიალის წარმომადგენელი მასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ქალბატონი, რომელიც კომპანიის მითითებულ ტელეფონის ნომერზე პასუხობს, აცხადებს: "ჩვენ მხოლოდ სახელი ავირჩიეთ, და ის სრულიად შემთხვევით, ამერიკული ბანკის მსგავსი აღმოჩნდა".




2. ჩინეთში ერთი წლის განმავლობაში მოხმარებული სწრაფი მომზადების ატრია მთელ ევროპულ კონტინენტს 52-ჯერ ასადილებს.


image


ქალი სუპერმარკეტში სწრაფი მომზადების ატრიის არჩევისას


2014 წელს ჩინელებმა 44, 4 მილიარდი შეკვრა ატრია მიირთვეს. ევროპის კონტინენტზე (რუსეთისა და თურქეთის ჩათვლით) დაახლოებით 853 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, და თუკი ვივარაუდებთ რომ ერთი შეკვრა დასანაყრებლად სრულიად საკმარისია, ამ რაოდენობის ატრია 52 სადილს ეყოფა.





3. მწეველი ჩინელი ბავშვების რაოდენობა ირლანდიის მოსახლეობას ორჯერ აღემატება


image


გოგონა სიგარეტით


ჩინეთი მსოფლიოში თამბაქოს ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია. "Tobacco Atlas"-ას მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში რეგულარულად 8, 937 მილიონი ბავშვი და 275, 9 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანი ეწევა. ჩინელი მამაკაცები მსოფლიოს სიგარეტის მესამედს ეწევიან. სავარაუდოა, რომ მათი მესამედი სწორედ ამ დამოკიდებულებისგან დაიღუპება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2014 წელს ირლანდიის მოსახლეობამ 4 612 719 ადამიანი შეადგინა.





4. თუ ჩინეთში ბოლო სამი წლის განმავლობაში გადაგდებულ ყველა ერთჯერად ჩხირს აიღებთ და პლანეტის მაცხოვრებლებზე გაყოფთ, ყველა მათგანი 32 წყვილს მიიღებს.


image


კაცი ჯიაოზის (ჩინური დამფლინგის სახეობა) მირთმევისას, აღნიშნული კერძი ძალიან პოპულარულია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაში. ჩინური ახალი წლის დროს, ჯიაოზი ერთ- ერთ მთავარ კერძს წარმოადგენს, თუმცა მას ჩინელები მთელი წლის განმავლობაშიც მიირთმევენ.



ჩინეთი წელიწადში 80 მილიარდ ერთჯერად საჭმელ ჩხირებს ("ქუაიწს") იყენებს. ამ რაოდენობის მისაღებად ყოველწლიურად 20 მილიონი ნორჩი ხე იჭრება. მსოფლიოს მოსახლეობა კი დაახლოებით 7, 39 მილიარდ ადამიანს შეადგენს.





5. 2015 წელს ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ 19 დღეში 57 სართულიანი ცათამბჯენი ააშენა.


image



საცხოვრებელი კორპუსები უხანში, ხუბეის პროვინციაში


შენობაში 800 ბინა და 4 000 ადამიანზე გათვლილი საოფისე ფართია. თავდაპირველად 220 სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა, თუმცა აეროპორტის სიახლოვის გამო გეგმები საბოლოოდ, შეიცვალა.





6. იმ რაოდენობის ნაყინით, რომელიც ჩინეთში ერთი წლის განმავლობაში იჭმევა 2 344 ოლიმპიური საცურაო აუზის ავსებაა შესაძლებელი.


image


ბიჭი ნაყინის ჭამისას ავტობუსის მოლოდინში


ჩინეთმა ნაყინის მოხმარებით შეერთებულ შტატებსაც კი გაუსწრო. ჯამში ქვეყანაში 5, 86 მილიარდი ლიტრი გაყინული დესერტი იქნა შეჭმული, მაშინ როდესაც ოლიმპიური აუზი დაახლოებით 2, 5 მილიონ ლიტრ წყალს იტევს.





7. ჩინეთი მსოფლიოს ღორის ხორცის ნახევარს აწარმოებს


image


ფერმერი საკუთარ ღორზე "ამხედრებული"


ღორის ხორცი ჩინური სამზრეულოს განუყოფელი ნაწილია. საშუალოდ, ქვეყნის თითოეული მკვიდრი წელიწადში 39 კგ ღორის ხორცს მიირთმევს. ჩინელები იმდენ ღორის ხორცს მიირთმევენ, რომ 2011 წელს მასზე ფასების ზრდა ინფლაციური ზეწოლის მთავარ კომპონენტად განიხილებოდა.





8. ჩინეთს მხოლოდ ერთი სასაათო სარტყელი აქვს, თუმცა ქვეყანა აშშ-ზე პატარა არ არის.


image


ციუნის ვარჯიშები ცინიანის მოედანზე


შედეგად, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში დღის საათები სერიოზულად იცვლება. ასე რომ, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, ურუმჩიში, ზაფხულში მზე შუაღამისას ჩადის, ზამთარში კი დილის 10 საათის შემდეგ ამოდის. ჩინეთის საერთო ფართობი 9, 596 მილიონი კმ² -ია, შეერთებული შტატების ფართობი კი - დაახლოებით 9, 519 მილიონი კმ²-ი.





9. შანხაის კოშკის სიმაღლე 319 მაიკლ ჯორდანის სიმაღლეს უდრის


image


შანხაის კოშკი


შანხაის კოშკი - სიმაღლით მეორე შენობაა მსოფლიოში (632 მეტრი). ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ მსგავსი გიგანტური ცათამბჯენების მშენებლობა მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსის ნიშანია. კალათბურთის ყოფილი ვარსკვლავის მაიკლ ჯორდანის სიმაღლე 198 სმ-ია.






10. უძველესი ჩინური ბურთის თამაში - კუჯუ, ფიფას მიერ ფეხბურთის წინამორბედად იქნა აღიარებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ჩინეთი ბურთის თამაშში ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.


image


კუჯუ


კუჯუს ("კარი ბურთს") დასაწყისი ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება. თამაში ჯარის კარგ ფიზიკურ ფორმაში შესანარჩუნებლად იქნა გამოგონილი. ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა კუჯუს "თანამედროვე ფეხბურთის პროტოტიპიც"კი უწოდა. დღესდღეობით, ჩინეთის ფეხბურთის კაცთა ნაკრები მსოფლიოში 82-ე ადგილს იკავებს და მსოფლიო ჩემპიონატზეც მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს მიიღო მონაწილეობა.





11. ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი დომინიკას (მშპ)-ს 19758-ჯერ აღემატება, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე ორივე ქვეყნის (მშპ) დაახლოებით ერთნაირია.


image


ბავშვი თვითნაკეთ საქანელაზე, რომლის მშობლებიც ოჯახს ნაგვის შეგროვებით არჩენენ


მსოფლიო ბანკის შეფასებით 2014 წელს ჩინეთის (მშპ) 10, 35 ტრილიონი დოლარი იყო, დომინიკას კი - 524, 05 მილიონი დოლარი. (დომინიკა იმდენად პატარაა, რომ "ვარსკვლავური ომების" ბოლო ეპიზოდის შემოსავალმა მის წლიურ (მშპ)-ს გადააჭარბა კიდეც.) მიუხედავად ამისა, ჩინეთის (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე 7, 59 ათასი დოლარია, დომინიკის (მშპ) კი მხოლოდ - 7, 24 ათასი.





12. ჩინეთში უფრო მეტი ქრისტიანი ცხოვროს, ვიდრე იტალიასა და ვატიკანში ერთად აღებული, ამასთან იტალიაში ქრისტიანთა წილი 80%-ს აჭარბებს, ჩინეთში კი მხოლოდ 5, 1%-ს შეადგენს.


image


ქალი ჰარბინის წმინდა სოფიას ტაძრის ფონზე სელფის გადაღებისას


ჩინეთის მოსახლეობა - 1, 412, 600, 000 მილიარდ ადამიანს შეადგენს, აქედან 5, 1% (69, 74 მილიონი) ქრისტიანია, იტალიაში - 60, 317, 116 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 453 - კი ვატიკანში.





0
770
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
770