x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508542
რუსეთში დასაჯეს მღვდელი, რომელმაც მრევლს უკრაინის ომზე სიმართლე მოუთხრო
image

ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ სამარის ოლქში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის დეკანოზი სერგეი შჩერბიუკი მრევლთან და ეკლესიის სხვა მსახურებთან საუბრის დროს რუსი სამხედროების დისკრედიტაციას ახდენდა. მამაკაცი დაჯარიმდა 30 ათასი რუბლით. ის თავად წარმოშობით უკრაინელია, რამაც მხოლოდ გააუარესა სიტუაცია. ამის შესახებ გამოცემა Инфо 24 იტყობინება.


თავად მღვდლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიძლება პასუხისგებაში მისცეს ორი სავარაუდო ეპიზოდიდან ერთ-ერთის გამო.



ერთხელ, ეკლესიიდან გზად მიმავალი, მრევლს ესაუბრებოდა, თუ რა ხდებოდა უკრაინაში და როგორ იღუპებოდნენ იქ მშვიდობიანი მოქალაქეები. შჩერბიუკმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა შეიძლებოდა საომარი მოქმედებების გარეშე. თანამოსაუბრე კი არ დაეთანხმა მის მოსაზრებას. ანალოგიური საუბარი ჰქონდა დეკანოზს ეკლესიის ერთ-ერთ თანამშრომელთან.


image


მანამდე პენზაში ინგლისურის მასწავლებელმა სკოლის მოსწავლეებს "სპეცოპერაციის" შესახებ სინამდვილე უამბო, რის გამოს მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით.

ერთ-ერთმა მოსწავლემ მასწავლებლის გამოსვლა ჩაწერა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.




როგორც ცნობილია, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინმა გამოსცა ახალი კანონი, რის მიხედვითაც რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია და ანტირუსული სანქციებზე მოწოდება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახადა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ პრესას და მოსახლეობას სრული ცენზურა დაუწესა.

0
396
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0