x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საბჭოთა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც უცხოელები დღემდე ხმარობენ
image

საბჭოთა მსუბუქი მრეწველობა (საფეიქრო, ტყავ-საგალანტერიო და სამკერვალო)თუ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით საბჭოთა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, რომელიც საკმაოდ გამძლე და ხარისხიანი გამოდგა და ათეულობით წლების შემდეგ მშვენივრად მუშაობენ (ამის მაგალითი თავად მეც გამოვცადე, )საქმე იმაშია, რომ საბჭოთა ნივთები უცხოელებსაც წლებია ერთგულად ემსახურება.სულ ახლახან ამერიკულ ფორუმის ტიპის სოციალურ ქსელში Reddit-ში მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს საბჭოთა საყოფაცხოვრებო ნივთების ფოტოები, რომელბიც წლებია ერთგულად ემსახურება პატრონს.


"ეს საბჭოთა მაცივარი "ზილი"ორმოცდაათ წელზე მეტისაა, მაგრამ ჩვენს ოჯახში კვლავ ვიყენებთ მას. პრობლემა არა აქვს." -whyvitamins.

image



"ძველი საბჭოთა თერმოსი, რომელსაც დეიდაჩემი 30 წელზე მეტია იყენებს" - krasovskiy

image


"ეს საბჭოთა ფირსაკრავი ახლახან ვიყიდე, 1972 წლის გამოშვებაა . მუშაობს და გამოიყურება ფანტასტიურად" -usnahx.


image


"ჩემი საბჭოთა პერიოდის ყავის საფქვავი, რომელსაც 32 წელია ყოველდღიურად ვიყენებ“ - purpletux.


image


"ეძებთ მინიმალისტურ, პრაქტიკულ ზურგჩანთას? სცადეთ საბჭოთა ჩანთა!“ - Acrolleon.


image


"საბჭოთა ტოსტერი, რომელსაც დღესაც ყოველდღიურად ვიყენებთ“-drb444.

image


"საბჭოთა კაკლის სამტვრევი . ის უკვე ზუსტად 45 წლისაა"-MrXoXoL.

image

"ჩემი საბჭოთა დანის სალესი . დამზადებულია 1984 წელს. პაპაჩემი და ჩემი მშობლები ხმარობდნენ, ახლა ჩემი ჯერია".icometodestroy.


image


"წამზომი, რომელიც ჯერ კიდევ სსრკ-შია დამზადებული. მე დღესაც ვიყენებ მას ყოველდღიურად ჩემს ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში.-kolonparentes.

image


"საბჭოთა "ზენიტი" 70-იანი წლებიდან. დღემდე მუშაობს უნაკლოდ. უბრალოდ რეტრო-განძი!" -FurryYury.


image

0
652
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
652
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0