x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ვინ არიან კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მეთაური დიმიტრი უტკინი და მისი მებრძოლები

image კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" სპეციალიზირებულია როგორც კერძო დაცვის, ესკორტის, სადაზვერვო ინფორმაციის და საკონსულტაციო დახმარების სახით მომსახურების კომპანია, თუმცა ეს ჯგუფი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება საომარი მოქმედებების ზონებში იქნება ეს სირია, აფრიკის რესპუბლიკები, ლიბია თუ ლიბანი.
ამ ჯგუფმა რომელსავ "გრუ"-ს ყოფილი ოფიცერი თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი უტკინია, რომელსაც 4-ჯერ აქვს მიღებული მედალი "მამაცობისათვის".
კომპანიაში მოხვედრის მსურველს უნდა ჰქონდეს საბრძოლო "ნათლობა" მიღებული რომელიმე ცხელ წერტილში ან უნდა იყოს პროფესიონალი სამხედრო, "ვაგნერის" ჯგუფში არიან სხვადასხვა საჯარისო დანაყოფების ყოფილი მებრძოლები და ოფიცრები, რომელთა კისერზე უამრავი სისხლია, როგორც რუსეთის ფედერაციაში ასევე მის ფარგლებს გარეთ, პრაქტიკულად ესაა "გრუ-ს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შვილობილი ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს ყველაზე ბინძურ სამუშაოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ამ ჯგუფმა სისასტიკით გაითქვა სახელი სირიაში და აფრიკის რიგ ქვეყნებში, სადაც ინსტრუქტორ-მებრძოლებად იმყოფებოდნენ და ამისთვის საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოს უხდიდნენ.
ისე არ გაიგოთ თითქოს ესაა დაუმარცხებელი და უკვდავი ადამიანების დაჯგუფება, არა ამ ჯგუფმა ერთ დღეში დაკარგა სირიაში 200 მებრძოლამდე, ასევე რამდენიმე ათეული მებრძოლი დაკარგა აფრიკაში.
ამჟამად ეს ჯგუფი იმყოფება უკრაინაში სხვადასხვა საბრძოლო პოზიციაზე, მაგრამ ჯერჯერობით სისასტიკის გარდა რაიმე საბრძოლო წარმატებით არ გამოუჩენია თავი.
იყო საუბარი თითქოს ქალაქ ბუჩაში განსაკუთღრებული სისასტიკით ჩადენილი სამხედრო დანაშაულების უკან ეს ჯგუფი იდგა, მაგრამ უკრაინის უშიშროების სამსახურმა ეს ინდორმაცია უარყო.
ბუჩაში სისასტიკით გამოიჩინა თავი 64-ე ცალკეულმა ბრიგადამ რომელსაც ვიცე-პოლკოვნიკი ათაზბეგ ომურბეგოვი ხელმძღვანელობდა.
აი ისიც, სისასტიკით და დაუნდობლობით განთქმული სამხედრო ოფიცერი.
image რუსმა აგრესორებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდანაც გამოიყვანეს აღნიშნული ჯგუფი, რათა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში ჩაერთოთ.
ესაა "ვაგნერის" ხელმძღვანელი დიმიტრი უტკინი
imageimage
ცენტრალურ აფრიკაში რუსული დაქირავებულ მებრძოლთა კომპანიის "ვაგნერის" სამი ინსტრუქტორი მოკლეს


0
223
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
223