x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
2004 წელს იაგო ნებიერიძეს მიერ სავარაუდოდ, მოკლული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი ნაპოვნია
image

როგორც ირკვევა დაკარგული მოზარდის ნათესავები ციხეში იაგო ნებიერიძეს, დედის მეშვეობით დაუკავშირდნენ, პატიმარმა ნეშტის ადგილსამყოფელი როგორც იქნა, 18 წლის შემდეგ დაასახელა.ცხედარს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მდინარე ლიახვის პირას მიაკვლიეს.

imageფოტოზე:ადგილი, სადაც ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი აღმოაჩინეს


არა და მანამდეც, 2018 წელსაც აღიარა იაგო ნებიერიძემ 11 წლის ბიჭუნას მკვლელობა, მაგრამ სამართალდამცავებს მაშინ ცრუ ადგილი- გო­რის კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის პარ­კი მი­უ­თი­თა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა­დას­ხვა ხელ­სა­წყო­ე­ბი­სა და ცო­ცხა­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხე­დარს ვერ მი­აკ­ვლი­ეს.


image

2004 წელს ზაქრო ბერძნიშვილი 11 წლის იყო. 1 ნოემბერს ის სათამაშოდ ეზოში ჩავიდა. ამ დროს ბერძნიშვილების ავტოფარეხის მშენებლობაზე იაგო ნებიერიძე მუშაობდა. ნებიერიძე ბერძნიშვილების ოჯახსა და 11 წლის ზაქროსთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა და ოჯახიც ენდობოდა. 1 ნოემბრის საღამოს, ზაქრომ სახლში ასვლა რომ დააგვიანა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. მალე საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ. ბავშვის დაკარგვიდან მესამე დღეს სამართალდამცავებმა კინოლოგებიც მიიყვანეს. გაწვრთნილმა ძაღლმა კვალი გორის კულტურისა და დასვენების პარკში დაკარგა. ბავშვის დაკარგვიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, ოჯახმა ანონიმური წერილი მიიღო. გატაცებული ბავშვის სანაცვლოდ 20 ათას დოლარს ითხოვდნენ. სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ წერილი იაგო ნებიერიძის მიერ იყო დაწერილი.

image

" იცით როგორ იყო? წერილი ჰქონდა დაწერილი, სადაც წერდა დაკარგული ბავშვის მშობლებს, თუ გინდა გაიგოთ თქვენი შვილი სად არის, 20 000$ უნდა მომცეთო. თქვენს სადარბაზოსთან ვდგავარ და ჩამომიგდეთ ასანთის კოლოფითო და თავისი ნამდვილი სახელი და გვარი ეწერა ბოლოში, თუმცა მერე მიუწერია, რომ გორელი არ ვარ, ჩამოსული ვარო. ეს წერილი ბოშა ბავშვისთვის გაუტანებია. მან სინამდვილეში არაფერი იცოდა დაკარგული 11 წლის ბავშვის შესახებ, უბრალოდ, გაიგო ეს ამბავი და ფული მოსთხოვა ოჯახს."-ამტკიცებდა მაშინ დედამისი ნუნუ გრიგალაშვილი.


შეგახსენებთ, აგო ნე­ბი­ე­რი­ძე მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტია 2018 წელს, გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში. გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­სა და მის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძა­ლა­დო­ბა­ში სწო­რედ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს და­უმ­ტკიც­და ბრა­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მსჯავ­რდე­ბუ­ლია და უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი.სწორედ მაშინ დაკავების შემდეგ აღიარა, რომ ეს მკვლელობის პირველი შემთხვევა არ იყო და მას წლების კიდევ სხვა ბავშვი ჰყავდა მოკლული, -ზაქრო ბერძნიშვილი.

image

0
106
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0