x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რამდენად კარგად გახსოვთ გივი ბერიკაშვილის შემოქმედება?

image

დღეს, 10 აპრილს 5 წელი შესრულდა, რაც დაგვტოვა შესანიშნავმა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა.


4 წლის იყო მომავალი მსახიობი როდესაც 27 წლის მამა ჭლექით გარდაეცვალა, ხოლო დედასაც გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა.


1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში, არის საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).



გადაღებულია 45 მხატვრულ ფილმში, ნათამაშები აქვს ათეულობით როლი თეატრში. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.


გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა 2017 წლის 10 აპრილს ფილტვების ანთებით.მსახიობი 83 წლის იყო. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე ამაღლების ეკლესიის ეზოში.


გივი ბერიკაშვილის ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

2015 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
2000 - ღირსების ორდენი
1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია
საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ქვემოთ მოცემულ ქვიზში 11 კითხვაა, სამი და მეტი სავარაუდო პასუხით, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს!


0
578
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0