x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
დარწმუნებულნი ვართ, რომ თინა გივიევნა (კანდელაკი) სანაცვლოდ რაღაცას მოიფიქრებს: გვაჩვენებს “ბოევიკს”, ბასკოვის კონცერტს ან ბოლივიის ჩემპიონატს

image


რუსეთში სანქციები ყველას სფეროს შეეხო და რა თქმა უნდა არც სპორტული რეპორტაჟებია გამონაკლისი .უცხოეთის ჩემპიონატებს და მათ შორის ნიდერლანდების პირველობის მატჩებს რუსეთში Матч ТВ--ზე ფეხბურთის მოყვარულები ვეღარ ნახავენ. ამ ფაქტს გამოეხმაურა “სპარტაკის” მფლობელის, ლეონიდ ფედუნის და კლუბის ფაქტიური მმართველის მეუღლე, ზარემა სალიხოვა და თინა კანდელაკს ირონიულად მიმართა:



“ძალიან ვწუხვართ, რომ მეტად ვეღარ ვუყურებთ ТВ-ს, როგორ თამაშობს ჩვენი ფეხბურთელი გუს ტილი ჰოლანდიაში ("ფეიენოორდში" იჯარითაა) ჰოლანდიაში.
თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ თინა გივიევნა (კანდელაკი) სანაცვლოდ რაღაცას მოიფიქრებს: გვაჩვენებს “ბოევიკს”, ბასკოვის კონცერტს ან ბოლივიის ჩემპიონატს”.-წერს სალიხოვა.
სალიხოვამ აქ იგულისხმა, რომ თინა კანდელაკი სპორტული არხის Матч ТВ-ის გენერალური პროსიუსერი იყო, თუმცა საქმე იმაშია, რომ 2021 წლის 8 ოქტომბერს თინა კანდელაკმა უკვე დატოვა ეს პოსტი და ამჟამად გასართობი ტელარხის ТНТ-ს გენერალური დირექტორია.
image

ამ ინფორმაციას თავად რუსი მომხმარებლებიც მწარე ირონიით შეხვდნენ:
image

"უყურეთ მომავალი სეზონიდან ბელორუსის, ინდოეთის, თურქმენეთისა და ერიტრეას ჩემპიონატებს საფეხბურთო არხებზე! მატჩი თვეში მხოლოდ 590 რუბლად"
"ასე რომ "ორმაგი დარტყმა" გამოდის ... ამ შემთხვევაში, მე გთავაზობთ ისევ გაუშათ ეთერში ეს შესანიშნავი სპორტული ფილმი ვან დამის მონაწილეობით! ყველა ჩვენგანს არ გვინახავს ის ჯერ კიდევ ათჯერ მაინც."
"ახლა მთავარია, რომ ჯეკი ჩანმა, ჟან-კლოდ ვან დამმა და სტივენ სიგალმა Матч ТВ-ს პერსონალური სანქციები არ დაუტოვონ."
"ბელარუსის ჩემპიონატის ფასი გაიზრდება."-წერენ კომენტარებში.
1
363
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
363
  
2022, 10 აპრილი, 12:44
რაჩკა პური და ჯიმი დერჟუ გიტარუ დაავიწყდათ თუ ბოლივუდმა ბოიკოტი გამოუცხადა?
0 1 1