x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134501
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ადამიანები რომლებიც უაზროდ ეთამაშებიან სიკვდილს აზარტულობის და ადრენალინის გამო

image ექსტრემი ადამიანის ბუნებაში ზის, ადრე მას რისკი ერქვა და ექსტრემის მოყვარულ ადამიანებს კი რისკიან ადამიანებს ეძახდნენ.
აზარტი ისეთი რამეა ათასგვარ რისკზე წახვალ მის გამო და ეს საკუთარ თავზე გამომიცდია, როცა გამინაღმავს ისეთი ნაღმი რომლის აფეთქება ყოველ წამს იყო მოსალოდნელი მისი სიძველის და ნაწილობრივი დაზიანების გამო.
სამსახური სამსახურია და არ მესმის რატომ უნდა გაწიო ისეთი რისკი უაზროდ რომელიც შენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ძალიან დიდ საფრთხეს უქნის, იცით ან გსმენიათ ალბათ "ადამიან ობობაზე" თუნდაც მცირე ინფორმაცია, ესაა ადამიანი რომელმაც პრაქტიკულად ყველა ჩათამბჯენი და ზე მაღალი ნაგებობები დალაშქრა ყოველგვარი დაზღვევის და ეკიპირების გარეშე, ერთადერთი რასაც ის იეყენებს ცარცის ფხვნილია რათა ხელის მტევანი არ გაუოფლიანდეს და მოჭიდება კედელზე კარგი ჰქონდეს.
მესმის პარკურით დაკავდე მოედანზე, "სქეითბორდით" სპეციალურად მომზადებულ ადგილებში, მაგრამ ცათამბჯენების სახურავზე ამის გაკეთება მეტისმეტად მაღალი რისკის შემცველია, ადრენალინის მოყვარულები ეთამაშებიან სიკვდილს, მაშინ როცა ამისი საჭიროება არაა.
შესაძლოა თქვენს შორისაც იყოს ექსტრემალები, გირჩევთ გაითვალისწინოთ ჩემი რჩევები უაზროდ ნუ დადებთ სასწორზე თქვენს ჯანმრთელობას, მეტიც ნუ გაწირავთ თავს ექსრენის და აფრენალინის გამო.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.
ვიდეოს სანახავად დააჭირეთ "Посмотреть на YouTube".
ფრანგი "ადამიანი ობობა" ალენ რობენი დაზღვევის გარეშე ადის ცათამბჰენზე.


0
79
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
79