x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"უფლის ანგელოზი" - მხატვრული ფილმი 9 აპრილზე, რომლის დასრულება ვერ მოხერხდა
image


"1990 წელს რეჟისორმა ლიანა ელიავამ გადაწყვიტა 9 აპრილის მოვლენებისთვის მიეძღვნა ფილმი რომელსაც უფლის ანგელოზები ერქვა, დაიწერა სცენარი (თუ სწორედ მახსოვს გურამ პეტრიაშვილთან ერთად ) ჯგუფი ნელნელა გადაღებებისკენ მიდიოდა . შერჩეული ვიყავით ჩვენც მსახიობები. და აი ახლოვდებოდა 9 აპრილის წლისთავი . იმ დღეს მთელი გადამღები ჯგუფი იქ ვიყავით და ორი ოპერატორი სხვადასხვა წერტილიდან იღებდა მიტინგს, სადაც ჩვენ მსახიობები ვიდექით და წინასწარ შეთანხმებულ როლს ვანასახიერებდით. სამწუხაროდ ცოტა ხანში ეს ფილმი დაიხურა და გადაღებები შეწყდა ....."-წერს სოციალურ ქსელში ია ფარულავა და ფილმიდან შემორჩენილ კადრების ფოტოებს აზიარებს.

თავად ფილმის რეჟისორი ლიანა ელიავა, რომელიც ამჟამად ფინეთში ცხოვრობს ფილმის გადაღების პროცესს ასე იხსენებს:



"ეს იყო ფილმი „უფლის ანგელოზები“, სადაც [ლიკა ქავჟარაძე]ია ფარულავასთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშობდა. ფილმი 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, ლიკა თამაშობდა იმ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც 9 აპრილს რუსთაველზე შეყვარებულთან ერთად იყო და გარდაიცვალა.

დოკუმენტური დატვირთვაც ჰქონდა ამ ფილმს, ისეთი კადრები შევიდა მასში, მაგრამ რატომღაც არავინ აღარ დამიფინანსა და „უფლის ანგელოზები“ ეკრანზე ვერ გამოვიდა. როდესაც ფილმს ვიღებდით, იქ იყო ერთი კადრი სადაც ია და ლიკა რუსთაველზე მოდიან, სხვებთან ერთად. უნდა გენახათ ხალხის რეაქცია, მათი გამოჩენით აღფრთოვანებულები იყვნენ და მესმოდა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს, ნახე ლიკა მოდის, ნახე ია, რა ლამაზები არიანო."


image


1
173
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
173
  
2022, 13 აპრილი, 21:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1