x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"პუტინი ამზადებს ტერაქტს რუსეთის დიდ ქალაქში ასობით მსხვერპლით, ამით სახელმწიფო შეეცდება გაამართლოს საყოველთაო მობილიზაცია"

პუტინი ამზადებს ტერაქტს რუსეთის დიდ ქალაქში ასობით მსხვერპლით. ამით სახელმწიფო შეეცდება გაამართლოს საყოველთაო მობილიზაცია.
image
"პუტინი ამზადებს ტერაქტს რუსეთის დიდ ქალაქში ასობით მსხვერპლით - ამით სახელმწიფო შეეცდება გაამართლოს საყოველთაო მობილიზაცია", - ამის შესახებ რუსი პოლიტიკოსი, სახელმწიფო სათათბიროს მე-5-6 მოწვევის დეპუტატი, ოპოზიციონერი ილია პონომარევი იტყობინება.


რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებულმა წყარომ "თებერვლის დილამ" მას განუცხადა, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ამზადებს აფეთქებას ქიმიურ ან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მოსკოვის მახლობლად ან რუსეთის სხვა დიდ ქალაქთან ისე, რომ ქარი ტოქსიკურ ნივთიერებებს საცხოვრებელ ადგილებში გადაიტანდა. შედეგად, ასობით და შესაძლოა ათასობით ადამიანი უნდა დაიღუპოს. ამაში უკრაინელი დივერსანტების დადანაშაულება იგეგმება.


ოცზე მეტი საწარმო განიხილება დივერსიის ობიექტად, მაგრამ პრიორიტეტულია ვოსკრესენსკის მინერალური სასუქების ქიმიური ქარხანა და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კაპოტნიაში. ამ საწარმოებში აფეთქებებმა, რომლებიც საცხოვრებელ უბნებშია განლაგებული, შეიძლება მრავალი მსხვერპლი მოიტანოს. გარდა ამისა, ორივე ეს ობიექტი მდებარეობს რუსეთის დედაქალაქის ცენტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარის დროს ტოქსიკურმა ღრუბელმა შეიძლება დაფაროს მთელი ქალაქი. აფეთქებები ასევე შესაძლებელია საზოგადოებრივ ადგილებში, კერძოდ, მეტროში. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ვარიანტები მუშაობს.


"უკრაინაში მარცხის შემდეგ, მოსკოვს შეექმნა მწვავე დეფიციტის პრობლემა, რათა აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი. ამასთან, სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მობილიზაცია არ განხორციელდება. იმისთვის, რომ ამ განცხადებებისგან უკან დაიხიოს, სჭირდება ძალიან მძიმე საბაბი: ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი, რაც შეიძლება უკრაინას დავაბრალოთ. ანალოგიურად, რუსეთმა დაბომბა რუსული სახლები 1999 წელს ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყებად" - აცხადებს დეპუტატი.


0
321
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0