x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ დადიოდა სტალინი ღამე ნოვოდევიჩის სასაფლაოზე?



image
მოსკოვის მუზეუმის უფროსმა მკვლევარმა ლარისა სკრიპნიკმა თქვა, რომ მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკვეთი ეკუთვნის იოსებ სტალინის ოჯახს. ისტორიკოსი აცხადებს, რომ ღამით საბჭოთა კავშირის ლიდერი მეუღლის, ნადეჟდა ალილუიევას საფლავს სტუმრობდა.


image




საბჭოთა ხელისუფლების თავმჯდომარის მეუღლის საფლავის ქვის მოქანდაკეა ივან შადრი, რომელიც ცნობილია ნამუშევრებით "გოგონა ნიჩბით" და "რიყის ქვა - პროლეტარიატის იარაღი". ახლა ძეგლის ორიგინალი ტრეტიაკოვის გალერეაშია, ხოლო, სასაფლაოზე მოქანდაკე ვლადიმერ ციგალის მიერ გაკეთებული ასლი დგას.



image





მხატვრის ჩანაფიქრით, საფლავის ქვასთან არყის და მტირალი ტირიფების ხეები იყო დარგული, საფლავთან კი მარმარილოს სკამი იყო, რომელზედაც ხვეული ვარდები იყო ამოტვიფრული. ასევე, ადგილზე გაშენებული იყო მწვანე გაზონი, ხოლო ძეგლიდან არც თუ ისე შორს იყო კვადრატული აუზი სუფთა წყლით.




ლეგენდის თანახმად, სტალინი ღამით მეუღლის სასაფლაოს სტუმრობდა, ამისთვის სპეციალური შესასვლელი გაკეთდა სასაფლაოს კედელში, რომელიც ახლა დაკეტილია.



image


”როდესაც მოგვიანებით აქ ალილუევას სხვა ნათესავები დაკრძალეს, ხეები თანდათან მოიჭრა, აუზი და გაზონი გაქრა. ახლა ეს სამარხი ძალიან მჭიდროდ არის გადატვირთული მემორიალური დაფებით. ”- ამბობს მოსკოვის მუზეუმის თანამშრომელი.


image


შეგახსენებთ, რომ სკრიპნიკმა დაასახელა ადგილის ღირებულება ნოვოდევიჩის სასაფლაოზე რევოლუციამდელ რუსეთში. მისი თქმით, აქ ნაკვეთები ყოველთვის ძვირი ღირდა, მისი საფასური 300-დან 1000 რუბლამდე შეადგენდა, კატეგორიის მიხედვით.

0
280
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0