x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის 10 ყველაზე ცნობილი ,,ოჯახების დამანგრეველი" ქალები

image
ყველამ ვიცით, რომ ცნობილი ადამიანების ქორწინება ხშირად ინგრევა. დაძაბული სამუშაო გრაფიკი, ბევრი ფული, მოგზაურობა და ცდუნებით სავსე გიჟური წვეულებები პრაქტიკულად ართმევს ვარსკვლავურ წყვილებს ოქროს ქორწილის აღნიშვნის შესაძლებლობას. ამ ქალბატონებმა მოახერხეს ჰოლივუდის “ძლიერი ქორწინებების" დანგრევა:

1. ანჯელინა ჯოლი

ყველასთვის ცნობილია, რომ ე. წ. “ბრენჯელინა" “მისტერ და მისის სმიტები"-ს გადაღებებზე დაიწყო, მაშინ, როდესაც ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული. ისინი 10 წელზე მეტ ხანს იყვნენ ერთად, საბოლოოდ კი მაინც დაშორდნენ.image

2. კლერ დეინსი

კლერი მოკრძალებული და მშვიდი ჩანს, მაგრამ მსახიობმა ბილი კრუდაპი, კოლეგა ფილმში "სილამაზე ინგლისურად" წაართვა ორსულ ცოლს მერი-ლუიზ პარკერს, და 8 წლიანი ქორწინება დაანგრია. სამი წლის შემდეგ მათი ურთიერთობაც დასრულდა.
image


3. დენიზ რიჩარდსი

ჰიზერ ლოკლირისთვის ქმრის წართმევა რთული ამოცანაა, მაგრამ არა დენის რიჩარდსისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდსი ჰიზერთან მეგობრობდა, მBon Jovi-ის გიტარისტთან რიჩი სამბორისთან რომანი მაინც გააბა. image

4. ემბერ ჰერდი

ბოლო წლების ალბათ ყველაზე სკანდალური ქალბატონი. მან ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ოჯახი დაანგრია, დეპს ცოლად გაჰყვა, შემდეგ კი ძალადობაში დაადანაშაულა. შედეგად დეპი მრავალი ფილმიდან მოხსნეს და ფაქტობრივად ჰოლივუდის კარი დაუხურეს, სანამ თავადაც არ გამოააშკარავა ემბერი ძალადობაში და ღალატში. მათი სასამართლო პროცესები დღესაც არაა დასრულებული.image

5. ები კორნიში

რაიან ფილიპისა და რიზ უიზერსპუნის ქორწინება ყველასთვის ძლიერი და ჰარმონიული ჩანდა. სანამ ფილმის "იძულებითი ომი" გადაღებები დაიწყო, რაიანი იქ მსახიობ ები კორნიშს შეხვდა. მისი მრავალრიცხოვანი ღალატის შემდეგ უიზერსპუნმა განქორწინება მოითხოვა.image

6. მარლა მეიპლსი

მოდელმა მარლა მეიპლსმა მოახერხა დონალდ ტრამპის პირველიქორწინების დანგრევა. ტრამპი ივანა ზელნიჩკოვას დაშორდა, ცოლად საყვარელი მოიყვანა, მაგრამ მათი ოჯახიც მალევე დაინგრა.image

7. ბრიტნი სპირსი

სპირსმა კევინ ფედერლაინთან გააბა რომანი, როდესაც მისი ცოლი მეორე ბავშვზე იყო ორსულად. წყვილმა იქორწინეს და 2 წელი სკანდალებში გაატარეს, დასორებაც ასეთივე სკანდალური ჰქონდათ, შედეგად ბრიტნის ნერვული აშლილობა დაემართა, ჩამოართვეს შვილებზე მეურვეობა, თავადაც მამის მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა და მხოლოდ 14 წლის შემდეგ დაიბრუნა საკუთარ თავზე თავისუფლება.image

8. კარლა ბრუნი

მიკ ჯაგერს არასოდეს უცდია ყოფილიყო სამაგალითო ოჯახის კაცი. დიდი ხნის განმავლობაში კარლა ბრუნი ოცნებობდა როკ-ვარსკვლავ ჯაგერთან ურთიერთობაზე. როდესაც გოგონამ სამოდელო კარიერა დაიწყო, რომანი გააბა გიტარისტ ერიკ კლეპტონთან. მისი მეშვეობით მოახერხა მიკის გაცნობა და მოხიბვლა, რომელიც იმ დროს დაქორწინებული იყო მსახიობ ჯერი ჰოლზე. წყვილი 8 წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა.image

9. მირანდა ლამბერტი

ლამბერტმა ქანთრი მომღერალთან ბლეიკ შელტონთან რომანი მაშინ გააბა, როცა ის ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო. მალე შეყვარებულები დაქორწინდნენ. მოგვიანებით ისტორია განმეორდა, მაგრამ არა მირანდას სასარგებლოდ - ბლეიკი მას გაშორდა და ახლა გვენ სტეფანიზეა შეყვარებული, რომელმაც უნდა ითქვას, რომ თავადაც გამოსცადა ქმრის ღალატი. როგორც აღმოჩნდა, ქმარი სტეფანის წლების განმავლობაში ღალატობდა ბავშვების ძიძასთან.image

10. გაბრიელ უნიონი

გაბრიელმა 2007 წელს სუპერბოულზე გაიცნო კალათბურთელი დუეინნ უეიდი, იმ დროს სპორტსმენი დაქორწინებული იყო და ორი შვილს ზრდიდა. მათ დაიწყეს რომანი, 2009 წელს დუეინი დაშორდა მეუღლეს და მიუხედავად მსახიობთან რომანისა, 2013 წელსაც სხვა საყვარელმა გაუჩინა შვილი. ამ სკანდალიდან ერთი წლის შემდეგ გაბრიელი და დუეინი დაქორწინდნენ.image








0
721
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
721
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0