x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
,, დიონისოს ღიმილი’’- კონსტანტინე გამსახურდია
“ დიონისოს ღიმილი’’- კონსტანტინე

გამსახურდია

პირველი თანამედროვე რომანით, კონსტანტინე გამსახურდიამ, მთლიანად განსაზღვრა მოდერნისტული მწერლობის ძირითადი ასპექტები, ქართულ ლიტერატურაში. ტექნოლოგიების გაბატონებამ, მატერიალისტური საზოგადოების გულგრილობამ, და შედეგად უღმერთობის დამკვიდრებამ, ავტორს მხელისკენ უბიძგა და “დიოისოს ღიმილის’’ სახით, ხელის გულზე გადაგვიშალა “ უსულო მექანიზაციის ‘’ მანკიერებანი. კონსტანტინე მითოსს მოკლებულ დროში ხედავდა ტრაგედიას და მთელი ევროპის სულიერ კრიზის ამ ნაკლოვანებას მიაწერდა. რომანში ასახული სავარსამიძის განვლილი გზა თვითდამკვიდრებისაკენ, არაფერია სხვა თუ არა ქარ-ტეხილი ღვთაებრივსა და მიწიერს შორის. სულის ჭეშმარიტი საწყისის გარდა, რომანის მთავარმა პერსონაჟმა მარტოობა უნდა დაძლიოს, სამშობლოს უნდა დაუბრუნდეს და იპოვოს ერთადერთი სიყვარული. სავარსამიძე უმიწაწყლობის განცდის მიუხედავად, გერმანიაში ინდოეთსა და საფრანგეთში მოგზაურობს, მაგრამ საკითხავია მოაქვს თუ არა შედეგი ამ მოგზაურობას მისი სულისთვის. “ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტი, როცა მას გარე სამყაროს მზერა მოსწყინდება და მხოლოდ საკუთარი სულის დაკვირვება და მარტოობა მოენატრება’’ - სავარსამიძეს ეს მონატრება მალე ტრაგედიად გარდაექმნება და მარტოობის მარწუხებით გარშემორტყმული ქაოსურად ამოძრავდება. სავარსამიძეში დიონისო, სწორედ ამ დროს იწყებს გაცოცხლებას. თრობის ექსტაზისა და ქაოსის არქეტიპი, რომელიც ნიცშესთან ადამიანებს, მთლიანად შეაგრძნობინებს სიმართლის სისაზიზღრეს და არც სავარსამიძის შემთხვევა არის გამონაკლისი. მთავარ პერსონაჟში გაღვიძებული დიონისო მალევე იგრძნობს მატერიალური სამყაროს აბსურდულობას, ზეკაცად ვერ გარდაქმნას, როგორც ამას ნიცშე იტყოდა.


მამა-პაპისეულ ფესვებს მოშორებული და ევროპაში გადახვეწილი სავარსამიძე სულიერ კრიზისს ევროპის ქუჩეებში ხეტიალით ებრძვის. ევროპული კაპიტალიზმი, სალონური და ცრუ ურთიერთობებით სავსე ცხოვრება, ახვედრებს სავარსამიძეს, რომ მამის წყევლა გამართლდა და ის უნაყოფოდ უპერსპექტივოდ მოძრაობს მეგაპოლისებში.

ისევე როგორც მთელმა ინდუსტრიულმა საზოგადოებამ, სავარსამიძემაც დაკარგა ღმერთი და ის ქრისტიანობის წიაღშის უშედეგოდ ეძებს მას. ქრისტიანობა მისთვის “ თვალებდახრილი მიცვალებულია, ხოლო ღმერთი - “ სიკვდილის თავადი’’, რომელიც ნიცშემ მაშინ მოკლა, როცა გაიაზრა, რომ ქრისტიანობა სამყაროში ჰარმონიულობის გარანტი აღარ იყო. მართლაც, აუტანელია ქვეყანაზე საკუთარი “შინ’’ არ გქონდეს. “ შინს’’ სავარსამიძე პარიზში, ზოგჯერ აბსენტ ტუნგის სეანსებსა და ჯანეტშიც, საყვარელ ქალშიც უშედეგოდ ეძებს. გაუთავებელი ძებნა სულიერებისკენ კი გმირს თავს ზეკაცად აგრძნობინებს. მაშინ, როცა სავარსამიძემ თავი უკვე ქრისტეს ხატად წარმოიდგინა და საკუთარ თავსაც კი დაუჩოქა, მიხვდა მის უსუსურობას, ლომის წინაშე, როლისთვისაც კონსტანტინე მცოლოდ მის წინ დაგდებული ცხენის ლეშის ბუზს ჰგავდა. მისი პიროვნებაში არსებული ქაოსი გამოიხატა იმაშიც, რომ მან ბევრჯერ მოირგო სხვადასხვა როლი და მაინც ვერ გახდა ის “ ზეკაცი’’ ვინც უნდოდა რომ ყოფილიყო. დიდი ქალაქის დიდი ქუჩაც კი უდაბნოა, მწირი სავარსამიძისთვის. იალქანდამსხვრეული გემივით მოძრავი, მარტოსული და ამპარტავანი სავარსამიძე, მარცხდება საკუთარი თავის შემეცნებასთან ბრძოლაში. არც დიონისომ და არც ქრისტემ აპატიეს გაკადნიერება და ზეკაცად წარმოჩენა კონსტანტინეს. მისი საყვარელი ქალი, ერთ დროს ქაშუეთის ღვთისმშობლის მსგავსი ახლა ტაბაკონის როკაპს ემსგავსება, ფავრიზი კი კვდება და სულ მარტო რჩება სავარსამიძე, კვლავ უსახლკარო ქრისტიანულ საზრისს მოშორებული და მშვენიერების აღსასრულის მომსწრე.

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:თოფურია ანა
თოფურია ანა
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0