x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
,, ნაპოლეონი’’- კონსტანტინე გამსახურდია
“ ნაპოლეონი’’- კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება, თვითმყოფადობისა და მთლიანად ქართული სულის გარდა, სავსეა პატრიოტიზმით. “საქართველოს ჭირისუფლად’’ წოდებული, პუბლიცისტი და მწერალი, მალევე შეიჭრა ქართული მწერლობის ორბიტაზე და საკუთარი, ღირსეული ადგილიც დაიკავა. კონსტანტინე გამსახურდია ერთ-ერთი მათთაგანია, ვისაც საქართველოს ევროპულ რელსებზე გადაყვანა სურდა და მან თავისი შემოქმედება ამ სურვილს მიუძღვნა. გასაკვირი არ არის, რომ მის მოთხრობებსა და ნოველებში გამომკრთალი, ზოგჯერ კი დომინანტი ევროპა, ქართულ სულთან ერთად თანასაზრდოობს. ნოველა “ ნაპოლეონი’’ კი დასტურია ყოველივესი.

ნაპოლეონი, ნიცშე და გოეთე - “სამი აპოკალიფსური მხედარი, რომელთაც კაცობრიობას კულტურული შოკი განაცდევინეს და უნივერსალიზმით განგვაცვიფრეს. ამ სიტყვების ავტორი თავად კონსტანტინე გამსახურდიაა, შეპყობილი ზეკაცის ძიებითა და მისი პოვნით გამოწვეული სიხარულით. “მიწაზე ამოწვდენილ სულის მახვილს’’, მიუწვდომელი უფლის კალამსა და შეუცნობ ქადაგს გმირობა და პიროვნება აერთიანებდათ. სწორედ ამ ერთიანობას ეტრფოდა ჰეროსის იდეით მოცული კონსტანტინე. იდეალურთა შორის იდეალური ნაპოლეონ ბონაპარტე კონსტანტინეს მუზა არაერთხელ ყოფილა. ვერ ვიტყვით, რომ ნოველით “ ნაპოლეონი’’ გამსახურდია ხოტბას ასხამს მის უდიდებულესობას, თუმცა ფაქტია, რომ მას “უძლეველი მახვილის’’ ადამიანური ბუნების წარმოჩენა სურს და რა წარმოაჩენს ადამიანურ ბუნებას ისე თვალნათლივ, როგორც სიკვდილის შიში. ამ ნოველაში კონსტანტინე გამსახურდია ღმერთკაცის სისუსტეს უსვამს ხაზს და მის დიდებაში დარწმუნებული, გარკვევით აღწერს, თუ როგორ იმორჩილებს სიკვდილი ისეთ ძლევამოსილთ, როგორიც ნაპოლეონ ბონაპარტეა. ლაიფციგისა და ვატერლოოს მეომარს, გამაოგნებლად შურდა ადამიანის, რომელსაც რჩეულთა სიკვდილის არ სჯეროდა. ნუთუ ნაპოლეონმა არ იცოდა, რომ ადამიანის ცხოვრება სიკვდილისთვის მზადებაა?! განა არ ახსოვდა სიკვდილი ბონაპარტეს? რა აშინებდა მისტიკურ მხედარს, რომლის მახვილმაც ყველა და ყველაფერი დაიმორჩილა, ბოლოს კი მხოლოდ საკუთარ თავთან და ღმერთთან განმარტოებული აღესრულა.


ნაპოლეონი სულიერ სტიქიას ვერ ებრძვის და იმას, ვისაც არ ეშინია ცხოვებისეული კანონზმომიერების თავის ძალაუფლებას გადასცემს. ეს საქციელი იმპერატორის ადამიანური ბუნების გამოხატულებაა. მწერალს შიშის, როგორც შეუქცევადი სულიერი სტიქიის ძლევამოსილების წარმოჩენა სურს. სიკვდილი იმორჩილებს ისეთ უშიშრებსა და დიდგულოვნებს, როგორიც ნაპოლეონია. დამარცხებისა თუ მართლაც სიკვდილის მოახლოების შეგრძნებამ გონება აურია მხედარს და სულიერად დაპატარავდა. “ შიში ვერ იხსნის სიკვდილს’’ და სიკვდილიც ისეთივე ნორმალური მოვლენაა, როგორიც დილით გაღვიძება და მზის ამოსვლა. თავისუფლებაზე და ძალაუფლებაზე შეყვარებული ადამიანისთვის სიკვდილი ყველაზე არასასურველი მატერიაა, მიუხედავად მასთან არაერთხელ გაბრძოლებისა და ხილვისა. სწორედ ამის გამო ვერ ეგუება ნაპოლეონის სიკვდილის ფეხდაფეხ სიარულს სიცოხლესთან ერთად. ნაპოლეონი და მისთანანი კი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ხვდებიან : “ სცდების და სცდების სიკვდილსა, ვინ არ მოელის წამისად’’.

სიკვდილისა და სიცოხლის, როგორც სულისა და ხორცის შეერთება, მხოლოდ დედამიწაზეა დაწესებული და ყველანი ამ კანონწომიერებით ვცოვრობთ. ზოგიერთისთვის სიკვდილი უფრო მარტივი დავალებაა ვიდრე სიცოცხლე და როგორც აღმოჩნდა ძნელად აღსაქმელია ეს ყოველივე ნაპოლეონისთვისაც. “შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა! ‘’ -იქნებ ჭეშმარიტებაა?! და თუ ამ ფრაზის ავტორს დავუჯერებთ მადლობაც უნდა გადავუხადოთ სიკვდილს, ჩვენი ცხოვრება ასეთი ღირებული, რომ გახადა.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:თოფურია ანა
თოფურია ანა
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0