x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"დავიწყოთ 18+ საყოველთაო მობილიზაცია, დავიწყოთ პადვლების კეთილმოწყობა" - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ლალი მოროშკინა

image


"გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა, მოვახდინოთ ექთნების და ექიმების აღრიცხვა! დავიწყოთ ბუნკერების დასუფთავება" - ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი, პიარ-ტექნოლოგი და მწერალი, ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და მოსახლეობას საყოველთაო მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მოროშკინას თქმით, თუ გინდა მშვიდობა - უნდა ემზადო ომისთვის!


"SOS!


ომი გვინდა?


რა პრობლემაა?


დავიწყოთ 18+


საყოველთაო მობილიზაცია,


გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა,


მოვახდინოთ ექთნების და ექიმების აღრიცხვა!


დავიწყოთ ბუნკერების დასუფთავება,


პადვლების კეთილმოწყობა,


წყლის და წამლის მომარაგება


და რაც მთავარია ფსიქიატრების, ფსიქოლოგების და ქირურგების სრული მობილიაზაცია!


საავადმყოფოების საგანგებო რეჟიმში გადაყვანა, საველე ჰოსპიტლების გახსნა და მობილური სამშობიაროების გამართვა.


ავამოქმედოთ კანონი, როცა შეგიძლია უძრავ-მოძრავი ქონება ქვეყნის საკეთილდღეოდ ჩამორთმეული იქნას!


ომის კანონის თანახმად, ადგილზე დავხვრიტოთ ყველა დეზერტირი, რომელიც დამალვას ეცდება!


მზად ვარ დავდგე პირველ რიგებში!


თუ გინდა მშვიდობა - ემზადე ომისთვის! ჩემზე ჭკვიანმა თქვა" - წერს ლალი მოროშკინა.





0
1368
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1368