x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ეშმაკზე სულმიყიდული, ლაჩარი და ფარისეველი" - ვისზე წერს დომენიკ მანგო ?

image

დომენიკ მანგო საკმაოდ მწვავე პოსტს აქვეყნებს რუსეთის პატრიარქთან დაკავშირებით და მოიხსენიებს მას, როგორც ეშმაკზე სულმიყიდულს, ლაჩარსა და ფარისეველს.


"რაო, რას გვეუბნება რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი? დარწმუნებული ვარ თავისი მოოქროვილი რეზიდენციიდან მთელს რუსეთს უხსნის თავისი ეპისტოლეებით, თუ რაოდენ საღვთო საქმეს სჩადის ახლა რუსეთი უკრაინაში. ქრისტეს სახელით ოქრომჭედლები, ხარბები და ღვთის გამყიდველები! ქრისტეს სახელით სისხლის მღვრელები, რას გვეუბნებიან ახლა თავისი ძვირფასი ტახტებიდან?


ეშმაკზე სულმიყიდული კირილი, ლაჩარი და ფარისეველი, ხომ ზის ახლა მართლმადიდებელ მოოქროვილ ეკლესიაში და მშვიდად ადევნებს თვალს უკრაინელი ბავშვების სულის შემძვრელ კივილს და მათი მშობლების მოთქმა-გოდებას?! ხომ დგას მის წინაშე მრევლი და ხომ ჰგონია იმ მრევლს, რომ ქრისტიანობას იქ დგომით შეძლებს! შეხედეთ აბა შორიდან ამ სისულელეს და შეეცადეთ კარგად გაიაზროთ ყველაზე მთავარი კითხვა: "რა შუაშია ქრისტიანობა?"
ამ კითხვის გააზრება თქვენ ყოველთვის გიჭირდათ! ქრისტეს მხოლოდ ბიბლიაში მოძებნით, მხოლოდ იქ თუ შეძლებთ ქრისტიანობის მნიშვნელობის გააზრებას. იმ წიგნშივე გიწერიათ შავით თეთრზე: "ადიდე მხოლოდ უფალი შენი"! ყოველთვის, როდესაც ადამიანს განადიდებთ და გააღმერთებთ, იმდენჯერ შექმნით კირილეებს! ღმერთი მხოლოდ ერთია, დაფარულში მყოფი, გულში საძებნი. მოძებნე ღმერთი გულში და არა კედლებში, რადგან კირილეს, გული კი არა, ოქრო-ვერცხლით შემკული კედლები აქვს ქრისტეს გაყიდვით მოპოვებული შორიდან უფრო კარგად ჩანს! - იქნებ ახლა მაინც გამოდგეს ეს მაგალითი იმის გასაგებად, თუ რა მოაქვს ქრისტიანობის გაუკუღმართებას სიმდიდრეებით და ადამიანების განდიდებით."- წერს იგი
0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0