x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
Black Lives Matter-ს აქტივისტებმა საქველმოქმედო ფონდიდან ფარულად 6 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი იყიდეს

BLM მოძრაობის ლიდერებმა 6 მილიონი დოლარი დახარჯეს საქველმოქმედო ფონდიდან კალიფორნიაში სახლის შესაძენად. New York Magazine-ის ცნობით, აქტივისტებმა პატრის კულორსმა, ალისია გარზამ და მელინა აბდულამ იყიდეს საკუთარი თავისთვის სახლი, რომელშიც არის 6 საძინებელი და აბაზანა, საცურაო აუზი და ავტოფარეხი 20 მანქანისთვის. გარდა ამისა, სურდათ შესყიდვის დამალვა - შეძენის შესახებ ყველა დოკუმენტი განადგურდა.image
სიმართლე შემთხვევით გაირკვა - ჟურნალისტებმა მოახერხეს BLM-ის ერთ-ერთ ძველ ვიდეოში გამოჩენილი "საიდუმლო სახლის" მისამართის გარკვევა - მათ სახლის ეზოში ჩაწერეს ვიდეო ჯორჯ ლოიდის ხსოვნის ვიდეო, მამაკაცის, რომლის გამოც საერთოდ ეს მოძრაობა გახდა პოპულარუყლი, ის პოლიციელმა დაკავებისას შემთხვევით გაგუდა. image
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ნაყიდი სახლის ღირებულება 6 მილიონი დოლარი იყო. მის შესაძენად თანხა Black Lives Matter Global Network Foundation-ის შემოწირულობებიდან აიღეს.

ჯორჯ ლოიდის გარდაცვალებამ დაკავების დროს საზოგადოების სერიოზული პროტესტი გამოიწვია. პოლიციელს ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში წაუყენეს და დაკავებულის გარდაცვალებაში დამნაშავედ ცნეს. ამ ინციდენტმა გამოიწვია რასიზმის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელშიც მონაწილეობა ბევრმა ვარსკვლავმა მიიღო.




0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0