x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ოლეგ კავუნმა გამოაქვეყნა ციტატები, თუ როგორ ესაუბრებიან ბომბებისგან დასაცავ თავშესაფარში მსხდომი პატარა უკრაინელი ბავშვები დედებს
დე, შენ უსმენ არესტოვიჩს?
- ხანდახან
- ყოველთვის უსმინე რა - უცებ რომ თქვას, სახლში დაბრუნება შესაძლებელიაო, არ გამოგვეპაროს.
- დე, სადაა ის ბავშვი, მარტომ რომ გადალახა საზღვარი? ჩვენ წავიყვანოთ რა, ძალიან ეშინია მარტოს.
- დე, კიდევ რამდენი ბომბი აქვთ?
- დე, თუ ჩვენს სახლს დაბომბავენ, შევძლებთ იქედან ჩემი ლეგოს ამოღებას?
- დე, თუ ღმერთი არ კლავს პუტინს, გამოდის რომ ღმერთი უკრაინელებზე რაღაცის გამო გაბრაზდა?
- დე, კარგია, რომ ომი დილით ადრე დაიწყო, სხვა შემთხვევაში ბავშვები სკოლაში იქნებოდნენ უკვე წასული.
- დე, აღარ მაინტერესებს უკვე ბომბები - მოდი, კიევში დავბრუნდეთ.
- დე, რუსი ბავშვები უყურებენ ამ ომს? არ ვეცოდებით?
- დე, შენ ყოველთვის ამბობდი, რომ ბავშვების ოცნებები აუცილებლად უნდა ახდესო. ჩემი უკვე აღარ ახდება. ეს ნიშნავს, რომ უკვე გავიზარდე?
- დე, თუ ომი დიდხანს გაგრძელედება, მამა ხომ არ დაგვივიწყებს?
უკრაინელმა რეჟისორმა, ოლეგ კავუნმა გამოაქვეყნა ციტატები, თუ როგორ ესაუბრებიან ბომბის თავშესაფარში მსხდომი პატარა უკრაინელი ბავშვები დედებს.
image
0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0