x
მეტი
  • 07.07.2022
  • სტატია:120615
  • ვიდეო:354553
  • სურათი:492660
რა ჩაიდინა რუსეთმა გაგრაში 30 წლის წინ...
image

რა ჩაიდინა რუსეთმა გაგრაში 30 წლის წინ - აღნიშნულის შესახებ ფონდ "ჯუნოს" ერთ-ერთი დამაარსებელი მირიან ჯუღელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


"მათთვის, ვინც თვლის, რომ პრობლემა მხოლოდ პუტინის პოლიტიკაშია, პუტინი ამ დროს საერთოდ არ ყოფილა ქვეყნის სათავეში.


დანაშაულების მცირე ნაწილი:

ალასანია ოლღა ანდრეს ასული - 85 წლის, წერეთლის ქ., № 150, 1994 წლის 9 ივნისს წამებით მოკლეს - ჩამოაგდეს საკუთარი სახლის მე-5 სართულიდან წერეთლის ქ., № 59/4, ბ. 24.


ბარამია ცისია ალექსანდრეს ასული - 30 წლის, ოქტომბრის ქ., № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერს მშობლების თვალწინ გააუპატიურების შემდეგ დახვრიტეს საკუთარ სახლში მშობლებთან ალექსანდრე და ნათელასთან და სამ სტუმართან ერთად.



გოროზია ლავრენტი - წამებით მოკლეს მეუღლე ციალა ინჯგიასთან ერთად - ორივეს თავი მოკვეთეს.


ზარქუა ქსენია კონსტანტინეს ასული - 70 წლის, წერეთლის ქ., № 11ა, წამებით მოკლეს - გამოუსკვნეს ე. წ. კოლუმბიური ჰალსტუხი.


მარიამიძე ანა ავთანდილის ასული - 19 წლის, წერეთლის ქ., № 47, ბ. 5, 1992 წლის 12 ოქტომბერს, მამის თვალწინ, გააუპატიურა 13 მებრძოლმა, შემდეგ ორივე მიაბეს ხეზე და დაწვეს.


ფირცხელავა ვერონიკა ანდრიას ასული - 83 წლის, ბესიკის ქ., № 6, წამებით მოკლეს - ავტომობილის დაჯახებით.


ქაჯაია ლერი - რკინიგზის ქ., წამებით მოკლეს - თავი მოკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს.


უცნობი ქალი - ქ. გაგრის ოკუპაციის დღეებში მოკლეს წამებით, ორ ნაწილად დაჭრეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს დანაწევრებულ სხეულში მოთავსებული შემდეგი წერილით: „როგორც ამ გოგოს სხეულს ვერ შეაერთებთ, ისე ვერ გააერთიანდება საქართველო და აფხაზეთი“.


აბრამიშვილი გიორგი ალექსის ძე - 40 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს - ჯერ დაჭრეს, მერე ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ხორცი მოაჭრეს, ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს.


ჩოფლიანი მარიამი მურმანის ასული - 12 წლის, მეგობრობის ქუჩა ქ., № 2, 1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.


შარია ზაურ არსენის ძე - 53 წლის, 1993 წელს წამებით მოკლეს - მაცივარში შიშველი ჩააგდეს, ტანზე ამოწვეს ვარსკლავი, მოაჭრეს ყურები, გაიყვანეს ზღვის ნაპირზე და დახვრიტეს.


კუხალაშვილი იაკობ ლავრენტის ძე - ჭავჭავაძის ქ., № 1, დახვრიტეს საკუთარ სახლში და ღორებს მიუგდეს.


მოგელაძე პარმენ - 85 წლის, ჭავჭავაძის ქ., № 9, 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში წამებით მოკლეს - მოაჭრეს თავი და დაწვეს საკუთარ სახლში.


კვარაცხელია თამარ ლავრენტის ასული - 70 წლის, სიხარული, 1993 წლის 2 მარტს დახვრიტეს მეუღლე ათანასესთან ერთად და შემდეგ ორივე დაწვეს.


მიქაძე აბესალომ გერონტის ძე - 70 წლის, სოხუმის გზატკეცილი, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს - მოაჭრეს ყურები, ცხვირი, დათხარეს თვალბი.


მიქაძე ზინაიდა - 70 წლის, აფეთქდა საკუთარ სახლში ბოევიკების მიერ ჩადებულ ნაღმზე.


უშვერიძე გოგი ნესტორის ძე - 16 წლის, წამებით მოკლეს ბიძა ზარქუა გივისთან ერთად.


ფიფია ნიკოლოზ - 15 წლის, ვაჟა-ფშაველას ქ., 1992 წლის დეკემბერში ნაჯახით მოკლეს.


ჭელიძე თამაზ - 27 წლის, დაჭრეს და ცოცხლად დამარხეს ბზიფის იპოდრომთან.


შუბითიძე თადეოზ ელისბარის ძე - 99 წლის, სულევო, საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვეს.


ბენდიანიშვილი ვლადიმერ - 89 წლის, 1993 წლის 2 ივნისს დანით მოკლეს საწოლში მეუღლე ვერონიკასთან ერთად.


ბენდიანიშვილი მზია - 37 წლის, 1992 წლის სექტემბერში გაუპატიურეს ძმის თენგიზის თვალწინ, აწამეს, შემდეგ ძმასთან ერთად დახვრიტეს.


მამასახლისი დავით არჩილის ძე - 33 წლის, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს - კბილები დააძვრეს, ძვლები გადაუმტვრიეს.


რაზმაძე პეტრე ლუარსაბის ძე - 59 წლის, პედაგოგი, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს მეუღლე ციალასთან ერთად - ორივეს თავი მოკვეთეს, ნათესავებს გვამის დაკრძალვის უფლება არ მისცეს და ღორებს მიუგდეს.


ჯოხაძე იზა (ნანული) - წამებით მოკლეს - დათხარეს თვალები, მოაჭრეს მკერდი და შემდეგ დახვრიტეს.


ხურცილავა ტარიელ ივლიანეს ძე - 64 წლის, ჭავჭავაძის ქ., 1992 წელს წამებით მოკლეს - თავი მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს".

4
654
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
654
  
13 აპრილი, 21:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

6 აპრილი, 17:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არაჩანდა-ის კომენტარზე
6 აპრილი, 8:55
Свидетельствует Б. А. Инапха: — «Гвардейцы» ударили меня, связали, повезли к реке, завели в воду и начали стрелять рядом со мной и задавать вопросы про то, какое вооружение у абхазов. Потом начали требовать 3 миллиона. После избиения я потерял сознание. Очнулся в комнате. Найдя утюг, они раздели меня и начали меня пытать горячим утюгом. Издевались до утра, утром пришла их смена, которая снова начала меня избивать и требовать миллион. Затем вывели меня во двор, надели наручники, начали резать куриц и колоться морфием. Вечером того же дня я смог бежать, попал к армянам, которые обработали мои раны, перерезали наручники, накормили, дали переночевать и утром показали дорогу к городу.

Имеются следующие свидетельства о военных преступлениях, совершённых грузинскими военными после входа грузинских войск в г. Очамчира в октябре 1992 г.:

Свидетельствует В. К. Допуа (село Адзюбжа): — 6 октября «гвардейцы» вместе с местными грузинами вошли в село. Всех, кого нашли в домах, согнали. Взрослых построили перед танком, детей посадили на танк и повели всех в сторону Дранды. Допуа Джульетту, привязав верёвками к танку, поволокли по улице. Так мирных жителей использовали в качестве заслона от обстрелов партизан.

Свидетельствует В. Э. Миносян, житель села Лабра Очамчирского района с армянским населением: — Это было днём, часа в три. Собрали несколько семей, человек 20, и заставили вырыть глубокую яму. Затем стариков, детей и женщин заставили спуститься в эту яму, а мужчин заставляли засыпать их землёй. Когда земли стало выше пояса, 'гвардейцы' сказали: 'Принесите деньги, золото, не то закопаем всех живыми'. Собралось все село, дети, старики, женщины падали на колени, моля о пощаде. Это была жуткая картина. В который раз собрали ценности… только тогда отпустили почти обезумевших людей.

Свидетельствует Еремян Сейсян, механизатор: — Село Лабра полностью уничтожено, изгнаны, ограблены, замучены все, немало убитых и изнасилованных. Одному парню по имени Кесьян предложили изнасиловать св
6 აპრილი, 8:50
ომმა დანდობა არ იცის სისასტიკეს,მშვიდობიანი ხალხის სასტიკად წამებით ხოცვა ჟლეტა ,მოროდიორობას არ ჰყავს კონკრეტული ეროვნება,ეგ ყველა ომის თანხვედრია...რაღა შორს წავიდე რა სისატკეს სჩადიონდნენ მხედრიონლები სამეგრელოში ზვიადის მომხრეების წინააღმდეგ დაგავიწყდათ?თავისავე ეთნოსის წინააღმდეგ!!!ჰოოო და კიდევ მე მგონი ბევრმა იცით რუსული ამასაც გაადავლეთ აბა ერთი თვალი:Свидетельствует С. Б. Зантария (г. Сухуми, ул. Фрунзе, 36-27): — Солдаты Госсовета взломали дверь и зашли, якобы для изъятия оружия. В это время у меня были моя сестра Василиса и бывший муж Устян В. А. Стали требовать деньги, оскорблять. Выпив спиртное, ограбили квартиру, забрали сестру и Устяна В. А. Над сестрой издевались и насиловали, Устяна избили, потом и убили. Грабили всех, брали без разбора, ловили девочек и женщин, насиловали… Что они творили, того невозможно передать…

Свидетельствует Л. Ш. Айба (г. Сухуми, ул. Джикия, 32): — Ночью мой сосед Джемал Рехвиашвили вызвал меня на улицу, сказав: «Не бойся, я твой сосед, выйди». Как только я вышел, меня ударили по голове, потом затащили в дом и начали обыскивать. В доме все перевернули и все ценные вещи забрали. Потом повезли меня в район депо, где между вагонами избивали меня, требовали автомат и три миллиона денег… Потом поехали в милицию, где сказали, что нашли у меня гранату и показали одну из своих гранат. Потом посадили в камеру. Периодически пытали, применяя ток, избивали. Один раз в день давали миску с едой, и часто плевали у нас на глазах в эту миску. Когда у грузин были неудачи на фронте, они врывались в камеру и избивали всех сидящих в ней…

Свидетельствует З. Х. Начкебия (г. Сухуми): — Пришли 5 «гвардейцев», один из них поставил моего внука Руслана к стене и сказал, что пришёл убивать. Другой подошёл к моей двухлетней внучке Ляде Джопуа, лежащей в кроватке, и приставил нож к горлу. Девочка сказала сама себе: «Ляда, не плачь, дядя хороший, он тебя не убьёт». Мать Руслана, Света, начала умолять, чтобы не убивали сына, говорила: «Я его смерти не п
0 1 4