x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"უფალო! ეს ბოროტი ლაჩრები დასაჯე!"- ვისზე წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

image

"უფალო! ეს ბოროტი ლაჩრები დასაჯე!" - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც "ქართული ოცნების" დეპუტატისა და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარის, ელისო ბოლქვაძის გასნცხადებას ეხმაურება.


როგორც ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, "უკვე უბედურებაა, ომი რომ დაიწყო".


"ომი უკვე უბედურებაა, რომ დაიწყო ომი, ეს უკვე დამარცხებაა, იმიტომ, რომ ომი არ უნდა იყოს, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ეს ომი არ შემდგარიყო, მაგრამ შედგა და ახლა უბედურებაში არის და ამას ყველა ვუყურებთ", - ამბობს ბოლქვაძე.


მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტი აკეთებს ყველაფერს და იყენებს ყველა შესაძლო ზომასა და პლატფორმას უკრაინის მხარდასაჭერად.



"იმ დღიდან, რაც ეს უბედურება დაიწყო უკრაინაში, ყოველ დღე სისხლის მიცემიდან დაწყებული, თუ საერთაშორისო და საპარლამენტო განცხადებები, ყველა პლატფორმა გამოყენებული გვაქვს. მე პირადად ფული მაქვს შეგროვებული იმისთვის, რომ ფული წასულიყო უკრაინაში. ასევე, ჩვენ პარლამენტის თავჯდომარესთან ერთად მივედით და მოვინახულეთ ქალები, ბავშვები და ლტოლვილები. ასე რომ, არაერთ საჯარო, საერთო მიმართლებებში მე ჩავერთე", – ამბობს ბოლქვაძე


იგი ასევე ასახელებს, თუ ვის გულისხმობს დამარცხებულად და ამბობს, რომ ეს არის იდეური დამარცხება.


"იდეური დამარცხებაა, იმის, რომ ამდენი ადამიანი ნადგურდება, არ უნდა მისულიყო აქამდე, არსებობს მოლაპარაკებები. ვთვლი, რომ ომი არის უბედურება", – ამბობს ბოლქვაძე

0
496
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0