x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ფოტოს დახედე პატრიარქო! ხმა ამოიღე პატრიარქო" - გიგა მაქარაშვილი

image

სამოქალაქო აქტივისიტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინა-პოლონეთის საზღვართან იმყოფება, სოციალურ ქსელში უკრაინაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს:


"ფოტოს დახედე პატრიარქო! ზოგიერთ ქვეყანაში ომიაო რომ ამბობდი პატრიარქო, იქაა გადაღებული ეს ფოტო! ერთმორწმუნეაო რომ ამბობ ხოლმე, იმისი გაკეთებულია ეს პატრიარქო! ავტოკეფალია რომ არ მიულოცე, იმ ერის შვილია ამ ფოტოზე პატრიარქო! სიკეთის მხარეს იყავიო არ წერია ბიბლიაში პატრიარქო? არ გესმის ჩემი ხო პატრიარქო?! ხმა ამოიღე პატრიარქო!"
საქართველოს საპატრიარქო ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიას ახალახან გამოეხმაურა და სპეციალური განცხადებაც გაავრცელა:
image
„ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან. მიუხედავად ომის სასტიკი “კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას. გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა. თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის. დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!- წერს საპატრიარქო.
image
გამოცემა ნიუ-იორკ ტაიმსმა გამოაქვეყნა სატელიტიდან გადაღებული კადრები, ფოტომასალა უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებას, თითქოსდა მშვიდობიანი მოსახლეობა ბუჩაში დახოცეს 30 მარტის შემდეგ, როდესაც დასახლებული პუნქტი რუსეთის ჯარმა დატოვა.სინამდვილეში გვამებით ქუჩები გაცილებით ადრე იყო მიმოფანტული.
image
0
318
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0