x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ხვალიდან დავუვლი და მარტო იმ ადამიანებს კი არ მოვაშთობ…" - რას გეგმავს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია ბუჩას ენითაღუწერელ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მეგობრებიდან ყველა იმ "ფეისბუქფრენდის" წაშლას გეგმავს ვინც არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს, არამედ ვინც ამ წარმოუდგენელ სისასტიკეზე საკუთარ პოზიციას არ გამოხატავს:


"არ მძინავს რა დამაძინებს…დილიდან დავუვლი და მარტო იმ ადამიანებს კი არ მოვაშთობ ჩემი ფრენდებიდან, ვინც ირიბად მაინც აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას, არამედ იმათაც, ვინც 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის ტრაგედიაზე, თავიანთ გვერდებზე არ რეაგირებს.


თითქოს რომ არ ხდება უკრაინაში პუტინის ჯოჯოხეთი, აი ეგეთ ხალხსაც. ვბრაზობ ყველაზე და ყველაფერზე, ვინც დღეს არაადექვატურია. ბუჩამ მომსპო გამანადგურა" - წერს ტელეწამყვანი ინგა გრიოლია და პირად გვერდზე ბუჩას პოსტერს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკად ნაწამები ცხედრები იქნა ნაპოვნი. უკრაინის პროკურატურის განცხადებით, 410 ცხედარი იპოვეს კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში, რომლებიც რუსულმა ჯარებმა დატოვეს.


მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კი 4 აპრილი უკრაინაში დაღუპულების გლოვის დღედ გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ასევე ეხმაურება უკრაინის ქალაქ ბუჩის ხოცვა-ჟლეტას და მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს.





0
479
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
479