x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
იხილეთ მიშელ უელბეკის 15 გენიალური გამონათქვამი
იხილეთ მიშელ უელბეკის 15 გენიალური გამონათქვამი

იხილეთ მიშელ უელბეკის 15 გენიალური გამონათქვამი:

1."როგორებიც ვართ, ისეთივე ოცნებები გვაქვს."

2."ადამიანი მარტოობასა და დამოუკიდებლობას ეჩვევა, ეს კი მაინცდამაინც კარგი ჩვევა არ არის."


3."ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ უმთავრესად მაინც არაფერი ხდება."

4."ცხოვრება შეიძლება განისაზღვროს როგორც მკვეთრი ჩავარდნებით დაყოფილი საფეხურების გარკვეული თანმიმდევრობა."

5."სიხარული ღრმა და ყოვლისმომცველი განცდაა, ცნობიერებით განცდილი აღმაფრთოვანებელი სისავსის შეგრძნებაა… სიმთვრალე, მონუსხვა ან კიდევ, ექსტაზია."

6."უცნაური გრძნობაა, როცა შენი ცხოვრება თავდაყირა დგება. ზიხარ, არაფერს აკეთებ და გრძნობ: ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს."

7."სიყმაწვილეში ფეხის შედგმა და სისასტიკისა და სიმხეცის ამოფრქვევა ერთია."

8."სამყარო ყველა მიმართულებით გაშლილი ტანჯვის ველია. მის სათავეშიც ტანჯვის ბირთვია. მთელი ყოფიერება გაფართოება და დაწნეხაა. ყველაფერი იტანჯება, სანამ არსებობას დაიწყებს. არარა ტკივილისგან თრთის, ვიდრე რამედ იქცევა საზიზღარ პაროქსიზმში."

9."აბა რას შეადარებდით ღმერთს? პირველ რიგში, ცხადია, ქალის ნაპრალს, იქნებ თურქული აბანოს ორთქლსაც. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ისეთს, რაშიც სული გამოვლინდება, როცა სხეული კმაყოფილებითა და სიამოვნებით პირთამდეა სავსე და მასში ყოველგვარი მღელვარება ჩამცხრალია."

10."მხოლოდ სხვა ადამიანებთან ურთიერთობით, მათი მეშვეობით შევიგრძნობთ საკუთარ სიბერეს; მარტო როცა ვართ, საკუთარი თავი მუდამ უკვდავი გვგონია".

11."როდესაც რაღაც მიზნისკენ ისწრაფვი, მოგონებებისთვის ცოტა დრო გრჩება."

12."არსებები ვითარდებიან, იცვლებიან და რთულდებიან, მაგრამ პირველად ბუნებას მაინც ინარჩუნებენ. ცნობიერების გარკვეული დონის მიღწევისთანავე კივილი გაისმის."

13."როცა სიყვარული მთავრდება, ცხოვრება რაღაცნაერად პირობითი და ნაძალადევი ხდება."

14."სამყარო ტკივილისაგან იმიტომ შედგება, რომ ის თავისი არსით თავისუფალია. ტანჯვა სისტემის ნაწილებით თავისუფალი თამაშის გარდაუვალი შედეგია."

15."ჩემთვის ვიფიქრე, რომ საუკუნეთა მონაცვლეობაში დიდი ხეირი ნამდვილად არ ეყარა. ახალი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა გარდასულს."

0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0