x
მეტი
  • 07.12.2022
  • სტატია:124177
  • ვიდეო:355540
  • სურათი:496910
კვების რაციონიდან პურის ამოღების 5 მიზეზი

პური – ადამიანის უმრავლესობის, რაციონის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასურველია მისი მენიუდან ამოღება.
კვლევები აჩვენებს, რომ დაუფქველი მარცვლეულით გამომცხვარი პურის ზოგიერთი სახეობა, ჭარბ წონასთან ბრძოლაშიც კი გვეხმარება და მომატებულ არტერიულ წნევასაც ამცირებს. მაგრამ, არსებობს მთელი რიგი ნიშნები, რომელიც მიუთითებს, რომ ეს პროდუქტი, პირიქით, ჯანმრთელობისთვის საზიანოა... ამის შესახებ ინფორმაციას Eat This, Not That–ი ავრცელებს.


image


აქ ყველაზე მნიშვნელოვან 5 სიმპტომს განვიხილავთ, რომელიც გვატყობინებს, რომ პურზე უარის თქმის დრო მოვიდა:


1. წონაში მატება

თუ სასწორზე რიცხვები მუდმივად იზრდება, შესაძლოა, პურის მოხმარების შეზღუდვის დრო მოვიდა?! განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უპირატესობას თეთრ პურს ანიჭებთ. კვლევის თანახმად, ყოველდღიურად, 2 ან მეტი ნაჭერი თეთრი პურის მოხმარება, მჭიდრო კავშირშია ჭარბი წონის რისკთან.


2. არტერიული წნევა მატულობს

მაშინაც კი, თუ ჰიპერტენზიას არც ისე დიდი ხანია ებრძვით, რაციონიდან პურის გამორიცხვა – მაჩვენებლის ნორმალიზების უმარტივესი გზა არის. მეცნიერთა აზრით, კვირაში ერთხელ, ან უფრო ხშირად, ერთი ნაჭერი პურის მოხმარება, წნევის აწევის რისკს იწვევს.


3. კუჭის სპაზმი

თუ ცომეულის მირთმევის შემდეგ, კუჭში სიმძიმეს გრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პურზე უარის თქმის დრო მოვიდა. ვინაიდან ეს, შეიძლება, გლუტენზე რეაქციით იყოს გამოწვეული. გამაფრთხილებელი სიმპტომი, ასევე შეიძლება, მუცლის შებერილობა და ტკივილი მუცლის არეში იყოს.


4. გამონაყარი

გამონაყარის გამოჩენა, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ პურზე უარი უნდა თქვთ. მეცნიერთა აზრით, მსოფლიო მოსახლეობის, დაახლოებით, 10%-ს, რომელსაც ცელიაკია (ზოგიერთი მარცვლოვანი კულტურების ცილის აუტანლობა) აღენიშნებათ, შეიძლება, ჰერპეტიფორმული დერმატიტი განუვითარდეს.


5. სისხლში შაქრის დონე კონტროლს არ ექვემდებარება

თუ ცოტა ხნის წინ, დიაბეტის დიაგნოზი დაგიდასტურდათ, ან პრედიაბეტური მდგომარეობა გაქვთ, პურზე უარი, ცოტა ხნით მაინც უნდა თქვა. რადგან სავაჭრო ქსელში გაყიდული, ამ პროდუქტის სახეობათა უმრავლესობა, დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.


image


imageimageimageimage




0
363
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0