x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
5 უტყუარი ნიშანი, რომლითაც უცხოელები რუს ტურისტებს ცნობენ
image

აი, დადგა დიდი ხნის ნანატრი შვებულებაც, როგორც იქნა მიემგზავრებით უცხო ქვეყანაში, სხვა კულტურის, ტრადიციებისა თუ სამზარეულოს ახლოდან გასაცნობად... უსაზღვრო ბედნიერების განცდით უკვე რომის, ლონდონისა თუ საბერძნეთის ქუჩებში დააბიჯებთ და ისეთი განცდა გაქვთ რომ უცხოელებით გარშემორტყმული აშკარად არ ხართ! და არც ცდებით.... სხვა ერების წარმომადგენლებს შორის რუსების გარჩევა საკმაოდ მარტივია. საზღვარგარეთ რუსი ტურისტები ყველაზე ხშირად არ მხოლოდ საუბრის მანერით, არამედ ჩაცმულობითაც გამოირჩევიან. თუ ევროპაში ქალები მაგალითად, საკმაოდ მოკრძალებულად იცვამენ და ყოველდღიურად უპირატესობას "ქეჟუალ" სტილს ანიჭებენ, რუსი ქალები გარეთ გასვლას, მაგალითად, ბარსელონაში სპორტული კოსტიუმით ნამდვილად ვერ გაბედავენ. როგორც წესი, ისინი სპორტულების ნაცვლად არჩევანს ელეგანტურ კაბებზე და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე აკეთებენ, და თან არც საგანგებოდ დაყენებულ ვარცხნილობას ივიწყებენ. მოკლედ, დღევანდელ პოსტში მოგიყვებით საზღვარგარეთ ყოფნისას როგორ ამოიცნოთ - "რუსო ტურისტო".





მამაკაცები ჩვეულებრივ მასიურ სამკაულებს ატარებენ


image


თუ ხედავთ კაცს, რომელიც აუზში ჩასასვლელად ემზადება, მაგრამ ოქროს მასიური ჯაჭვისა და ძვირადღირებული საათის მოხსნა "დაავიწყდა", მაშინ დიდი შანსია, რომ ის რუსი იყოს.






ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმელს - ის რუსს მაშინვე გასცემს


image


დღეს, სულ უფრო იშვიათად შეხვდებით რუს კაცებს, რომლებიც სანდლებთან ერთად წინდებს ატარებენ, თუმცა ყველა სახის პლაჟზე ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ცოცხლობს.





რუსი ტურისტები იმდენად გულუხვები არიან, რამდენადაც ძუნწები


image


მათი ამოცნობა სასტუმროს სასადილოშიც კი შესაძლებელია, ვინაიდან ისინი თეფშებზე ყოველთვის ზედმეტად ბევრ საკვებს იწყობენ, ზოგიერთ მათგანს, კვებისას მორჩენილი საკვებიც კი ააქვს ნომერში ქაღალდის პარკით. მართალია, ისინი ე.წ. თიფებს ხშირად ტოვებენ, თუმცა ამავე დროს, მზად არიან სუვენირად ყველაფერი წაიღონ.





რუსი ტურისტები ყოველთვის უცნაურ კომბინაციებს ​​აკეთებენ


image


თუ უცხოეთში ყოფნისას რაიმე მსგავსს უცნაურობას გადააწყდით - იცოდეთ ვისთან გაქვთ საქმე




რუსი ტურისტები თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვებისას პილოტს მადლობის ნიშნად - ტაშს უკრავენ


image


ამ ჟესტით კი ისინი შეგილიათ სხვა ყველა დანარჩენი ეროვნების წარმომადგენლებისგან ძალინ მარტივად განასხვაოთ.



P.S. საზღვარგარეთ რუსები კარგი რეპუტაციით არ სარგებლობენ და საკმაოდ უკულტუროდაც იქცევიან. მათ ბოდიში შეიძლება საერთოდ არ მოიხადონ როცა შემთხვევით, ვინმეს ქუჩაში დაეჯახებიან, პირიქით, შეიძლება ეუხეშონ კიდეც. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა საკუთარ ვებ-გვერდზე რუსი ტურისტებისთვის საზღვარგარეთ ქცევის წესების შესახებ რჩევებიც კი გამოაქვეყნა.




0
1252
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1252