x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რატომ აიცრა გერმანიის მოქალაქე კორონავირუსზე 87-ჯერ?

image


საქსონიის მკვიდრმა ვაქცინაციის სერთიფიკატების გაყიდვის მიზნით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 87-ჯერ ჩაიტარა.


2021 წლის ივლისიდან მამაკაცი რამდენიმე დღე დადიოდა სხვადასხვა ვაქცინაციის ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მისაღებად. პირველად სამართალდამცავებმა 61 წლის გერმანელი დრეზდენის ვაქცინაციის ცენტრში შენიშნეს. იქ, გავრცელებული ინფორმაციით, მან რამდენიმე აცრა გაიკეთა. ამის შემდეგ, გერმანიის წითელი ჯვრის საზოგადოებამ გააფრთხილა სხვა ვაქცინაციის ცენტრები სავარაუდო თაღლითის შესახებ.


მამაკაცი დააკავეს ვაქცინაციის ცენტრში ქალაქ აილენბურგში, მას შემდეგ რაც თანამშრომლებმა შესაძლო თაღლითი გამოავლინეს. ვარაუდობენ, რომ მისი მრავალი აცრა უკავშირდებოდა სხვა მოქალაქეებზე ვაქცინაციის სერტიფიკატების მიყიდვას. 61 წლის მამაკაცი ყოველ აცრაზე ახალი საბუთებით მოდიოდა. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

0
172
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0