x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როდის გეგმავს "ნასა" მარსზე ადამიანის გადაყვანას?

image
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური მეცნიერების ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) 2040 წლამდე მარსზე ადამიანის გადაყვაას გეგმავს. ამის შესახებ ნასას ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა დეპარტამენტის მუშაობის წლიურ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, იუწყება TASS-ი.


„ჩვენი გეგმაა, რომ ადამიანებმა მარსის ზედაპირზე 2040 წლისთვის იარონ.“- თქვა მან.


ნელსონმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, კერძოდ, მარსზე დასაფრენად დასაშვები მანქანებისა და ელექტროსადგურების შექმნის ხაზის გასწვრივ, რათა, მარსის და მთვარის ზედაპირზე მყოფი ადამიანები ელექტროენერგიით უზრუნველყონ.


image



ნასას ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მარსის გამოკვლევისკენ პირველი ნაბიჯი იქნება ადამიანის დაბრუნება მთვარეზე და მის ორბიტაზე სადგურის შესაძლო შექმნა, რომელიც გახდება საცნობარო წერტილი ღრმა კოსმოსის კვლევისთვის.


„ჩვენი გამოწვევაა გამოვიყენოთ მთვარეზე მუშაობისა და ცხოვრების შედეგად მიღებული ცოდნა მზის სისტემაში გადაადგილების გასაგრძელებლად.“ - თქვა მან.

0
153
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0