x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"ვერ ვიჯერებ რომ ეს ხდება... ამდენი მოსიარულე სიკეთეები საიდან შეიკრიბეთ ხალხო?!" - რა ხდება უკრაინელი დევნილის გარშემო?

image

რამდენიმე საათის წინ ფეისბუქმომხმარებელმა გვანცა ყიფიანმა პოსტი გამოაქვეყნა უკრიანელ ახალგაზარდა ქალზე და მის ვაჟზე, რომლებიც ომს გამოექცნენ:


დღეს ჩემს სახლთან ახლოს, სალონში ჩავედი თმის შესაჭრელად. ცოტა ხანში გოგო მოვიდა, ბავშვთან ერთად. დიდად ყურადღება არ მიმიქცევია-სტილისტს ვესაუბრებოდი და რაღაცაზე ვიცინოდით. უცებ ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი, სარკეს შევხედე და ულამაზესი, პატარა ბიჭუნა მიყურებდა. იცით როგორ მიყურებდა? არაბუნებრივად... შიშით და ტკივილით სავსე თვალები ჰქონდა, ისეთი-როგორიც ბავშვებს არ აქვთ ხოლმე ან აქვთ და მე არასოდეს მინახავს. როგორც კი დააფიქსირა რომ დავინახე-დედასთან მიირბინა და მის ზურგს უკან დაიმალა. ავდექი და ახლოს მივედი:
-აქ როგორი ლამაზი ბიჭი მოსულა, რა გქვია?
არაფერი მიპასუხა, თუმცა დავინახე როგორ ჩამოიქაჩა ბოლომდე ნერვულად მაისურის ღილი,
-ვინმემ ხომ არ გაწყენინა? -ვკითხე ისევ.
-ესენი უკრაინიდან არიან-გამიღიმა სტილისტმა.
-მართლა?
-ჰო, ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს... ეს გოგო ჩემთან დავასაქმე სალონში- მანიკურის სპეციალისტად.
-ყავს კლიენტები?
-ჯერჯერობით არა, არ იცის ხალხმა რომ მანიკურის სპეციალისტიც დავამატეთ-გაიგებენ ალბათ და მოვლენ.
გოგოც მიხვდა რომ მასზე ვსაუბრობდით და გამეცნო. ლენა მქვიაო, საკუთარი სალონი მქონდა და ეხლა მხოლოდ ის მაქვს- რაც მაცვიაო.
მოვკვდი და გავნადგურდი. ერთია როცა ტელევიზორში უყურებ და მეორე როცა პირისპირ ხედავ ომგამოვლილ, გადარჩენილ უკრაინელს, რომელიც აქეთ გამშვიდებს და გეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ჰოდა, დავეხმაროთ რა რომ მართლა ყველაფერი კარგად იყოს.
ყველაზე მეტად სჭირდება საცხოვრებელი, ახლა ნაქირავები აქვს და შემდეგი თვის ფული უკვე აღარ მაქვსო, ასევე ვერ ახერხებს ბავშვის საბავშვო ბაღში შეყვანას-მითხრეს რომ ადგილები არ არისო (ვინაიდან ჯიქიას ქუჩაზე დასაქმდა სალონში-ამ უბანში მდებარე ბაღს ეძებს) ასევე ამ სეზონის ტანსაცმელი 4-5 და 12-13 წლის ბიჭებისთვის, და s/m ზომა ქალის ტანსაცმელი მისთვის.
თვითონ მუშაობს ა. პოლიტკოვსკაიას 47-ში, სალონ „კარპე დიემში“ და თუ ვინმეს ფრჩხილების მოწესრიგება/შილაქი და ა.შ დაგჭირდებათ- შეგიძლიათ ესტუმროთ.
თუ დახმარება არ შეგიძლიათ-გთხოვთ გააზიაროთ პოსტი, იქნებ სხვებმა შეძლონ"-წერს გვანცა ყიფინი.
ორიოდე საათის შემდეგ გვანცა ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
ვერ ვიჯერებ რომ ეს ხდება ასობით მესიჯი შემომდის ყოველ წუთას, ვინ ტანსაცმელზე მირეკავს, ვინ თანხას მირიცხავს და ვინ სხვა სახის დახმარებას მთავაზობს ვეღარ ვითვლი ასე, ამდენი მოსიარულე სიკეთეები საიდან შეიკრიბეთ ხალხო, რანაირად ხართ ასეთები?
დიდი მადლობა ყველას.
ეტაპობრივად მივყვები და ყველას გიპასუხებთ აუცილებლად
0
345
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0