x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კიდევ ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს? დაახვიეთ რა!!!!" - ვის მიმართავს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებით უკმაყოფილო უკრაინის მთავრობას საჯაროდ მიმართავს:


"ამდენი ათასი ამოაწყვეტინეთ მტერს, ქვეყანა ბომჟსაყუდელად აქციეთ, ევროპა არ გატარებთ საზღვრებზე,


ნატო არ გიკეტავთ ცას, თქვენი პრეზიდენტი "კოქსის პრიხოდში"ვერბალულ ალიგოფრენიას ტირაჟირებს,


თქვენ ბავშვები და მოხუცები გაწირეთ, ახალ


სამშენებლო კომპანიებთან კონტრაქტების სანაცვლოდ!


თქვენი მრჩევლები ჩვენი ძებნილი კრიმინალები არიან,


პატარა საქართველომ პროცენტულად ყველაზე დიდი დახმარების ხელი გაგიწოდათ!


რუქა შაგრენის ტყავივით დაგიპატარავეს, ჩვენ- შეგიფარეთ, გაცხოვრეთ, დაგაპურეთ და კიდევ ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს?


დაახვიეთ რა!!!!" - წერს ლალი მოროშკინა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკმაყოფილო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი - იგორ დოლგოვი მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო გაიწვია.


"არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვაზე, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ იმაზე, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთის ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური", - განაცხადა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, საქართველოს გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი ასევე მაროკოდანაც გაიწვია.




0
572
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
572