x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
როგორ აისახება ძილის დროს პოზა თქვენს ჯანმრთელობაზე ?
image

ძილის დროს ყველა პოზა არ არის თქვენთვის სასურველი! ყველას განსხვავებულად სძინავს; ზოგს მოსწონს გვერდულად ძილი, ზოგს ურჩევნია ზურგზე ძილი მყარ ლეიბზე და ა.შ. არა და ჩვენი ცხოვრების მესამედს ვატარებთ ძილში, რაც ძალიან ბევრია!


მაგრამ რომელია საუკეთესო პოზა ძილის დროს?


ჯანმრთელობა




ძილი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სხეულისა და გონებისთვის; გარკვეული გაგებით, თქვენ ძილის დროს ენერგიით ხელახლა იმუხტებით. სწორედ ამიტომ, ძილის ნაკლებობას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი შედეგები; მას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, სწაფ რეაქციაზე, ემოციებსა და ფიზიკურ კეთილდღეობაზე. ასე რომ, ძილი სასარგებლოაა, მაგრამ არა მარტო ძილი; ძილის დროს პოზას ასევე შეიძლება ჰქონდეს დადებითი ან უარყოფითი გავლენა თქვენს ორგანიზმზე.



დასვენება



შეეცადეთ იძინოთ ღამეში მინიმუმ ექვსი საათი. კვლევებმა აჩვენა, რომ ექვს საათზე ნაკლები ძილი ისეთივე მავნეა, როგორც მთელი ღამით უძილობა. ეს თუ დროდადრო ხდება კიდევ არა უშავს, მაგრამ ორკვირიანი უძილობის შემთხვევში უკვე შეამჩნევთ ცვლილებას, რომელიც თქვენს გონებასა და სხეულზე აისახება. შეიძლება ფიქრობთ, რომ მძიმე ღამის შემდეგ ნორმალურად გრძნობთ თავს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის.


პოზა ძილის დროს


ყველა ადამიანი უხეშად შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად: ვისაც სძინავს მუცელზე, ზურგზე და გვერდზე. თქვენი ძილის პოზიცია შეიძლება იყოს როგორც კარგი თქვენი გონებისა და სხეულისთვის, ასევე ცუდიც.





ზურგზე(გულაღმა)


ზურგზე გძინავს? მაშინ თქვენ გაგიმართლათ, რადგან ეს არის ყველაზე ჯანსაღი პოზა! ზურგზე ძილი კარგია თქვენი ხერხემლისთვის, რადგან ის სწორ პოზიციაში იქნება . ეს პოზა იწვევს ზურგისა და კისრის კუნთების მცირედით დაძაბვას. ეს პოზა საუკეთესოა თქვენი კანისთვის. თქვენს სახეზე ნაოჭები და ლაქები ისე სწრაფად არ გაჩნდება, იმ ადამიანებისგან განსხავავებით, რომლებსაც გვერდზე ან მუცელზე სძინავს. ეს პოზა კარგია ქალებისთვისაც, რადგან ზურგზე ძილი თავიდან აგაცილებთ მკერდზე ნაოჭებს და ასევე ჩამოდღლეზილ მკერდს. ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ის იწვევს ხვრინვას.


გვერდულად


გვერდულად გძინავს? თქვენ ნამდვილად არ ხართ ერთადერთი, რადგან ეს არის ყველაზე გავრცელებული პოზა. როცა გვერდულად გძინავთ, შეიძლება განვითარდეს ტკივილი ხელებსა და ფეხებში, რადგან მუდმივად ცალ მხარეს წევხართ. განსხვავებაა მარჯვენივდა მარცხნივ წოლას შორის.

მარჯვენა მხარეს ძილი მავნეა საჭმლის მონელების სისტემისთვის და გულძმარვისთვის. თუმცა დადებითი ისა, რომ გვერდულად ძილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ხვრინვას.


მუცელზე(თავდაღმა)


ცუდი ამბავი გვაქვს მათთვის, ვისაც მუცელზე უყვარს ძილი. ეს პოზა ყველაზე არაჯანსაღია. თქვენ გექნებათ კისრის არეში ჩივილები, რადგან თავი მთლიანად შებრუნებულია და ასევე პრობლემები ზურგზე და ხერხემალზე, ამიტომ ძილი საკმაოდ მოუსვენარი იქნება ასევე, თუმცა, მუცელზე ძილი კარგია იმათთვის, ვისაც სასუნთქ გზებზე პრობლემები აქვს, ასევე ის ამცირებს ხვრინვას.


image

0
340
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0