x
მეტი
  • 05.12.2022
  • სტატია:124109
  • ვიდეო:355518
  • სურათი:496759
"ჩემზე მეტ ომში ვინც ხართ ნამყოფი, იმათ მესროლეთ..." - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს მაკა რაზმაძე

image


"ჩემზე მეტ ომში და ბრძოლაში ვინც ვინც ხართ ნამყოფი იმათ მესროლეთ პირველებმა ოღონდ..."- წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე, რომლის ფეისბუქპოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ერთმა რესპონდენტმა მკითხა ახლახანს გაბრაზებულმა: შენ 9 აპრილს იმიტომ იდექი იქ რომ მერე ამ დღის აღმნიშვნელ მემორიალზე ვიღაც გოგოს ეცეკვაო?


-დიახ, სწორედ იმიტომ ვიდექი მაშინ იქ და მერე ყველა ომში, რომ იმ გოგონასაც და სხვა გოგონებსა და ბიჭუნებსაც ქონოდათ ის თავისუფლება, რომ თავად აერჩიათ სად ეცეკვათ, სად ემღერათ და სად რა ეთქვათ!და თუ ეს არ იქნებოდა მისაღები მათთვის ადამიანურად აეხსნა ვინმეს და არა მუქარით და შანტაჟით!


მორჩით სისულელეების დაბრალებებს ადამიანებზე მით უფრო მაშინ, როცა თავადაც შეცდომად აღიარებს იმას რაც არ მოგეწონათ და რასაც ედავებით!ყველას თავისუფლება ნიშნავს ყველას და არა შერჩევით თავისუფლებებს-შენთვის შეიძლება შეცდომის დაშვება და სხვისთვის არა?!


ჩემზე მეტ ომში და ბრძოლაში ვინც ვინც ხართ ნამყოფი იმათ მესროლეთ პირველებმა ოღონდ


რიღასთვის გინდათ ან ის თავისუფლება ან ის სამშობლო და ან ის ფასეულობები რომელსაც დეკლარირებთ, თუ ასე შეგიძლიათ დაგლიჯოთ და გაანადგუროთ და გძულდეთ ადამიანი?


სამართლიანობის სახელით ყველაზე უსამართლოს ნუ ჩაიდენთ-ბულინგი, უნდობლობა და ადამიანზე :შესევა" ყველაზე დიდი მტერია სწორედ იმ თავისუფლების რასაც თითქოს იცავთ ახლა ზოგიერთები და რისთვისაც დადეს თავი იმ ადამიანებმა ვინც ნანატრი თავისუფლებისთვის იბრზოდა და მოგვიტანა კიდეც ჩვენ!" - ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.



0
424
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
424