x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"ერთი კი გავიფიქრე, ნეტა ხომ არ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ასე თბილად რატომ იღიმება მეთქი" - გია ჯაჯანიძე

image

"ღმერთო, როგორ გათამამდებიან ხოლმე ადამიანები, ან წარმატებას რომ მიაღწევენ, ან თანამდებობას რომ მიიღებენ. სახე ეკარგებათ, წარსული მთლიანად ავიწყდებათ, გამომეტყველებაც ეცვლებათ, “გემოვნებაც'' აზროვნებაც'' და მიდგომებიც ცხოვრებაზე. მკაცრები ხდებიან, ამაყები და პრინციპულები.

დღეს, შემთხვევით ნაცნობი შემხვდა ბაზრობაზე, ადამიანის სახე დაბრუნებოდა, გამომეტყველებაც ძველებური ქონდა, კეთილი. ძალიან თბილად შემხვდა, მომეფერა და მომიკითხა. ერთი კი გავიფიქრე, ნეტა ხომ არ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ასე თბილად რატომ იღიმება მეთქი. კი, მართალი აღმოვჩნდი. გულითადი საუბარი გვქონდა, ბევრ რამეს ნანობდა, მე კი ვაპატიე, მაგრამ ამდენი უკმაყოფილო ადამიანი როგორ აპატიებს არ ვიცი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს წარმატებას არასოდეს შეუცვლივარ. მიყვარხართ.

P.S. უნებართვოდ არ დამიწერია ეს ყველაფერი, დავპირდი სახელს და გვარს არ დავწერდი და არავის ვეტყვი, სტატუსისთვის მჭირდება, იქნებ სხვებმაც გაითვალისწინონ მეთქი. შენ უკეთ იციო და გადამეხვია. გულში გავიფიქრე: შენ კიდე ახვალ სიმაღლეზე, თან ძალიან გონება გახსნილი და წინდახედული იქნები."-წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჯაჯანიძე.
0
237
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0