x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინის სამხედრო "ოსკარი" - 7 საუკეთესო ვიდეო უკრაინა-რუსეთის ომიდან
image

უკრაინულმა სამხედრო ძალებმა მას შემდეგ, რაც სილა გააწნეს რუსეთის "უძლეველ" არმიას, ინტერნეტში გამოქვეყნდა " ოსკარის" პაროდია, 7 საუკეთესო ვიდეო ომიდან, წერს გამოცემა Daily mail-ი .


ახლა კი გავეცნოთ საუკეთესო ვიდეოებს ომიდან.



საუკეთესო ფილმი - "რუსკი კორაბლ იდი ნა ხ." რუსული სამხედრო სადესანტო გემის "ორსკის" აფეთქება ალიგატორის კლასიდან ბერდიანსკის პორტში.




საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლი: უკრაინული ტრაქტორი ფილმში "ჭირვეულის მორჯულება" რუსული ტანკების ტრაქტორებით წაყვანის კადრები უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მამაცური წინააღმდეგობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა.



საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმი: "Bayraktar", "თურქი სტუმრის სიმღერა".


საერთაშორისო ჯილდო გადაეცა თურქეთს Bayraktar TB2-ის უპილოტო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც რუსი სამხედროების წინააღმდეგ ავიადარტყმების განსახორციელებლად გამოიყენეს. მონაცემების მიხედვით, თურქულმა დრონებმა გაანადგურეს შვიდი ჯავშანტექნიკა, ხუთი საარტილერიო დანადგარი, 10 საზენიტო სისტემა, ცხრა ვერტმფრენი, ორი საწვავის საცავავი, ერთი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და 27 სახმელეთო მანქანა.



საუკეთესო ოპერატორი: "სტინგერის კოცნა "

სტინგერის რაკეტით რუსული ვერტმფრენის დრამატული ჩამოგდება დაჯილდოვდა "ოსკარის" პაროდიით, როგორც საუკეთესო საოპერატრორ ნამუშევარი კინემატოგრაფიაში.

ჯარისკაცებს შეუძლიათ თან ატარონ აშშ- წარმოების "სტინგერები". ამ თვის დასაწყისში ნატომ უკრაინას თითქმის 3000 ცალი მიაწოდა. უკრაინა ითხოვს მეტ "სტინგერს" რათა უფრო მეტი რუსული გემები გაანადგუროს.



საუკეთესო სიმღერა: უკრაინის ეროვნული ჰიმნი;

ხარკოვში ბომბებს გაქცეულების მიერ თავშესაფარში შესრულებული ეროვნული ჰიმნი დრამატულ თუ მრავალ შემაშფოთებელ მომენტებს და უკრაინის ომის ადამიანურ მხარეს უკავშირდება, მათ შორის საცოხვრებელი კორპუსების და მთლაიანდ ქალაქების ბარბაროსულად განადგურებას.



საუკეთესო მსახიობი ქალი: ჯაველინი Burning Orcs ძლიერად შესრულებისთვის


თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის Javelin-ის გამოყენება რუსულ ჯავშანმანქანებზე. უკრაინელები რაკეტის გაშვებას და მიზანში წარმატებით გარტყმას სიხარულით აღნიშნავენ. ჯაველინები მუშაობენ ინფრაწითელი სისტემების გამოყენებით, რა დროსაც ჯარისკაცს არ სჭირდება გასანადგურებელ ობიექტზე დამიზნება.Javelin-ი თაბად პოულობს მსხვერპლს.



საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი : "ჩასაფრება" უკრაინის არმიის მხრიდან.



ამ თვის დასაწყისში ქალაქ ბროვარში უკრაინულმა მხარემ ეფექტური ჩასაფრება მოუწყო რუსული ტანკების კოლონას. რამდენიმე რუსული T-72 ტანკი და სხვა აღჭურვილობა განადგურდა მოულოდნელი თავდასხმის შედეგად და რის გამოც გადარჩენილები იძულებულები გახდნენ შემობრუნებულიყვნენ და გაქცეულიყვნენ.


0
350
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0