x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ქალბატაონი ჰაიათი - ბურჩინ თერზიოლუ

imageO

ყველაფერი ასე დაიწყო 1975 წლის გაზაფხულზე, სკოლიდან შინ მიმავალ გზაზე, პატარა გორაკზე მისი ხელით გაკეთებული სახლი იდგა კატებისთვის, რომელიც ცოტა შეილახა, მაგრამ კატების თავშესაფრად მაინც გამოდგებოდა, კატებს გადამალული ყველის ნაჭერი გაუწოდა, რომელიც საუზმიდან შემორჩა რძესთან ერთად, კატები მაშინვე მოვიდნენ და ჩხუბი დაიწყეს, ჰაიათს ძალიან უყვარდა შაქარყინული, საწუწნი კანფეტის მდგრადი გემო მის პირში, წიგნის წინასიტყვაობასავით იყო.
მოემზადე ამ დღეების დასავიწყებლად, შინ დაბრუნებული ჰაიათი მიხვდა, რომ მან ბოლოჯერ ჩაიცვა სკოლის მოსწავლის ფორმა და უკანასკნელად შეხვდა მეგობრებს.
რატომ დაბრუნდა ბიძია? რატომ იჯდა მისი ზარმაცი ვაჟი იმ სკამზე, რომლის გატეხვის გამოც მას მეჩხუბნენ, რატომ უყურებდა ყველა მას და იღიმოდნენ?
‘’ წადი ჩაიცვი, ხელ-პირი დაიბანე და თმა დაივარცხნე, ახალგაზრდა ლამაზი გოგო ხარ’’ ასე უბრძანა მას დედამ, რომელსაც თავადაც არ გაუვლია მისი ახალგაზრდობის პერიოდი აბა საიდან?
თქვენ იცით თამაში, ხელების კანკალი და გაურკვევლობა რომელიც სკოლის მოსწავლის მზერაში ირეკლება?
14 წლიდან ვიცოდით მხოლო სარეცხის რეცხვა, საჭმლის კეთება და გაკვეთილების მომზადება.
ჰაიათი ისევე იქნებოდა, როგორც მამამისის ქალბატონი, რომელიც 19 წლით პატარა იყო მამამისზე, რომელსაც არ აცადეს ბავშვობა და ქალად აქციეს.
''გოგოობიდან ქალამდე''
ჰაიათმა თქვა : ეს რას ნიშნავს? დედა რატომ მოვიდნენ მუჰამედ ალი ბალიდი და მისი ოჯახი?
‘’ბევრ კითხვას ნუ სვამ, დღეს არის ის დღე, როდესაც შენ უკვე დიასახლისი ხდები’’
ეს რას ნიშნავს დედა?
მან ვერ შეძლო ეთქვა : ‘’ეს რა ბედის უკუღმართობაა, გაიზადე? ტვირთად ვიქეცი ამ სახლში? ძმას ვექცეოდი ცუდათ თუ გაკვეთილებს არ ვსწავლობი?
რამ გაგანაწყენა დედა? რატომ მათხოვებ ამ ხუთიწლის ზარმაცზე? 10 წლის ვარ, ნუთუ არაფრად გიღირვარ?
ყველაფერმა იმდენად სწრაფად ჩაიარა, როგორც ზაფხულის არდადეგებმა, რომლით ტკობობაც ვერ მოასწარი, ვერ მოასწარი სწრაფად დაგესრულებინა წიგნის კითხვა.
დედამ ქალბატონმა ჯამილამ, ჩააწყო მისი სკოლის ფორმა და წიგნები ჩანთაში და სომაიას დედას გადასცა, მის ნაცვლად კი კარადიდან საქორწინო კაბა გამოიღო. ჯამილა ოთხი შვილის დედა იყო, დედა კი 13 წლის ასაკში გახდა, 20 წლისა კი ქალიშვილის გათხოვებას ჩქარობდა.
ორი დღის შემდეგ მათ სახლში მუფთი მოვიდა, ჰაიათს ცხოვრებაში პირველად ეცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ის ოცნებობდა დედის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმაზე სკოლის გამოსაშვებ საღამოზე, სიმართლე რომ ითქვას ისინი არც ისეთი ლამაზი იყო, წლობით იდო კარდაში.
ეს დღე კიდევ ერთი გამოსაშვები საღამო იყო, კიდევ ერთი გამომშვიდობება იყო, კიდევ ერთი დასაწყის და კიდევ ერთი დასასრული იყო.
იმამმა 5 ფუთი ოქრო დააწესა გამოსასყიდათ, ის გადახდილი იქნა, თითქოს იმ დღეს მათ ის დაკრძალეს.
13 თვე გავიდა მას შემდეგ რაც მან თეთრი კაბა ჩაიცვა და მუჰამედმა ის მამის სახლში დამტვრეული ნეკნებითა და გახეთქილი ტუჩით, მოუშუშებელი იარებით და დაზიანებული თითებით დააბრუნა.
განადგურებულს ჯერაც ვერ დაეღწია თავი, თავისი კოშმარებიდან, მიუხედვად იმისა, რომ მამის სახლში იყო და მისთვის უკვეთესი ძმებზე ზრუნვა და შეშის დაპობა იყო.
ჯდებოდა ღუმელთან სახლის მეორე მხარეს და დილამდე მეცადინეობდა.
შეშა არ იწვოდ, ა იმიტომ რომ სველი იყო, გარეთ კი თოვდა, ვერცკი წარმოიდგენთ როგორი იყო ის, შეშაზე უფრო სველი ან დედამისის ცრემლებზე მეტად სველი.
ის მას შემდეგ მიხვდა, რომ მამამისის სახლი უფრო უცოდველი იყო, რაც ნახა თუ რა ხდებოდა სხვა ოჯახში.
გაციება, რომელიც ძალას გაცილის, ყოველთვის ცემით სრულდებოდა.
მასზე ამბობდნენ : უნაყოფოა, არასრულყოფილია, ნაკლიანია, შვილს ვერ აჩენს.
კაცები უცოდველები არიან, მთელი ცოდვები ქალებს აქვთ.
ძმების თვალწინ, თვალებში შიშჩამდგარი, გამოაგდეს გარეთ, იმ სახლიდან რომლის კარებიც არასდროს არ იკეტებოდა.
დედამ ბევრი იტირა, მამა ზედ არ უყურებდა დედას აფურთხებდა და მერე მას უყვიროდა.
მისი გინება ‘’ის ჩვენი თავშისახლელი გახდა’’ სამუდამოდ ჩაებეჭდა გონბაში, მას რომ გული არ სტკენოდა სახლში არცკი ჩურჩულებდნენ იმაზე რასაც სხვები ჰაიათზე ხმამაღლა ამბობდნენ. მაგრამ ყველა ხმამაღლა საუბრობდა.
მისი როგორც ქალის თავგადასავალი მალე დასრულდა, მაგრამ 13 თვის შემდეგ მის ცხოვრებაში გაზაფხული დაბრუნდა.
‘’ხშირად ვფიქრობდი რა დავკარე და რა მივიღე?’’
როდესაც ის ბიძის სახლში გაგზავნეს, ის ბიძამის ცოლთან ერთად ტექსტილის მაღაზიაში წავიდა, მისი ბიძა პერანგებს კერავდა რომელიც ცხოვრებაში არ ჩაუცვამს, ჰაიათი ბევრს მუშაობდა, რომ ის ზარმაცი არ გაბრაზებულიყო და ძალადობა არ გამოემჟრავნებინა მის მიმართ, რატომ სცემდა თავადაც არ იცოდა.
მაღაზიის მეპატრონეს ქალბატონ უმოს ძალიან მოსწონდა ჰაიათი, ის უსმენდა მას, უსმენდა მის იმ ამოძახილს, რომელიც მანამდე არასდროს არავისთვის გაუმჟღავნებია, ის ასწავლიდა ჰაიათს იმ სკოლაში, რომლის დრიექტორის უმოს ქამარი იყო, ის იხდიდა ყველა ხარჯს. ის მუდამ ყურში უჩურჩულებდა ჰაიათს : ‘’ ნება- ეს წარმატების ნახევარია, შენ შეგიძლია იყო ქალი’’
‘’ შენ ახლა ძლიერი ხარ და იბრძვი ისეთებისთვის როგორიც შენ ხარ’’
ქალბატონ უმოს თავისი სისხლმდინარე ჭრილობა ჰქონდა, რომლის შესახებაც არ საუბრობდა, უბრალოდ ცდილობდა მისთვის დედობა გაეწია, დახმარებოდა და ყვარებოდა.
‘’სიყვარული’’ ძალიან ლამაზი სიტყვაა, მაგრამ ლამაზი გოგოს ლექსიკონში ის არ იყო.
რამდენიმე წელი გავიდა მან, შეიტყო იმ ასოცოაციის შესახებ რომელიც მე დავაარსე ქალებისთვის, მათ დასახმარებლად იმისთვის რომ მათ ებრძოლათ ცხოვრებისთვის.
მან ცოხვრბა განაგრძო, მე მათ, სიყვარული ვასწავლე, იმ გოგონების დედა გავხდი, რომლებსაც სკოლის ფორმის გახდა და საქრწინო კაბის ჩაცმა მოუწიათ, ვიბრძოდით იმ კაცების წინააღმდეგ რომლებიც ძალადობდნენ, სოფლებში ვაგროვებდით მამებს და ვუხსნიდით მათი ქალიშვილების ფასეულობას.
ის ძლიერი ადვოკატი გახდა, რომელიც სხვა
ქალების ხმად და სინათლედ იქცა.
ახლა ისინი თავს გამარჯვებულად თვლიან.
ჰაიათმა აპატია დედას უსუსურობა და მამას უხეშობა. მას მუდამ უყავრდა თავისი საქმე, მეუღლე და ორი ქალიშვილი, ამ გოგონასთვისდა ქალებისათვის სიყვარულის კარები გაიხსნა.
მისი შრომა ახლაც გრძელდება..... ლედი ახლა თავისი ცხოვრებით აგრძელებს ცხოვრებას, როგორც ქალთა უფლებების დამცველი ძლიერი ადვოკატი.

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0