x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
იტალიაში მამაკაცმა პორნოვარსკვლავი ფილმის გადაღების დროს სადისტურად მოკლა+16

image

კულინარიის ბლოგერმა პოლიციას განუცხადა, რომ იგი იღებდა ვიდეოს, როდესაც პორნოვარსკვლავი მხეცურად მოკლა, ხოლო მისი დანაწევრებული გვამი ნაგვის ცელოფნებში ჩაალაგა, რომელიც მიმდინარე თვეში გზის პირას აღმოაჩინეს.


გაუკუღმართებულ მანიაკს, 43 წლის დავიდე ფონტანას ტელეფონზე კამერა ჩართული ჰქონდა, როდესაც მსხვერპლს, 26 კეროლ მალტესს ჩაქუჩით სცემდა, ის შიშველი სტრიპტიზის ბოძზე ჰყავდა მიბმული და თან თავზე ჩანთა ედო, ფონტანამ როგორც პოლიციას განუცხადა, ბოლოს გოგონას ყელი გამოჭრა, როდესაც მიხვდა, რომ ძალიან შორს შეტოპა "რათა მისი ტანჯვისთვის" ბოლო მოეღო.

image


შემდეგ მან შოკირებულ სამართალდმაცავებს მოუთხრო, რომ ერთი დღე კიდევ მოიცადა, რა დროსაც ეცადა მისი სახის დაწვას, რათა იგი ვერ ამოეცნოთ და შემდეგ იყიდა ხერხი, რის შემდეგაც მისი ცხედარი 15 ნაწილად დაჭრა.


ფონტანამ, რომელიც მუშაობდა ბანკში, შემდეგ Amazon -ზე შეიძინა საყინულე, გოგონას ცხედარი ოთხ ნაგვის ტომარაში გადაანაწილა და საკუთარ სახლში შეინახა, სანამ გზის პირას გადაყრიდა.

image

კეროლის ნაწილები, რომელიც პანდემიის დროს იძულებული იყო პორნოგრაფიას დაბრუნებოდა, რათა შვილი ერჩინა, ამ თვის დასაწყისში აღმოაჩინა გამვლელმა ბორნოში, ქალაქ ბრეშასთან ახლოს ლომბარდიის რეგიონში, იგი შოკირებული იყო, როდესაც გზაზე ცელოფანში, როდესაც მოჭრილი ხელი დაინახა.


პოლიციამ მისი ინდენტიფიცირება ტატუს მეშვეობით შეძლო, უკანასკნელად კეროლი იანვარში ნახეს. ფონტანა მისი სახელით სმს-ებს აგზავნიდა, რომ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ გოგონა თითქოს ცოცხალი იყო და მეტიც, იხდიდა მისი ბინის ქირასაც. კეროლი და ფონტანა მეზობლები იყვნენ, ცხოვრობდნენ რესკენდილეში, მილანის მახლობლად.

imageფოტოზე: დევიდე ფონტანა




სათვალთვალო კამერებმა დააფიქისრეს, როგორ გამოიყენა კეროლის მანქანა ფონტანამ, როდესაც ბორნოში ცელოფნები გადაყარა, შესაბამისად პოლიციამ დევიდე ფონტანა მალევე დააკავა, თავიდან უარყოფდა ყველაფერს, თუმცა შემდგომ აღიარა დანაშაული, თქვა რომ ის და კეროლი, რომლის ფსევდონიმიც იყო "შარლოტა ეჯი" ერთად იღებდნენ უხეშ პორნოფილმს.

0
963
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
963
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0