x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“ასეა ბატონო, რაც მეტი ვიქნები, მით უკეთესი” - რას წერს ია ფარულავა

image


ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საკუთარ საავტორო გადაცემასთან დაკავშირებით ერთ ინფორმაციას ასაჯაროებს:


"ახლა ვინც დაიბნა იმასთან დაკავშირებით თუ რომელ არხზე გადის ია ფარულავას კონვერტი


1. "რუსთავი 2"-ზე დარჩა 2 გადაცემა და ის გავა კვირას 11 საათზე


2. "მარაოზე" იმეორებენ ძველ გადაცემებს ტრადიციულად


3. აი, "ფორმულაზე" კი ორშაბათობით საღამოს 10 საათზე გავა ახალი კონვერტი.


ასეა ბატონო, რაც მეტი ვიქნები, მით უკეთესი…"- წერს გადაცემა "ფარული კონვერტის" წამყვანი.


შეგახსენებთ, რომ ია ფარულავამ "რუსთავი 2"-ი ცოტა ხნის წინ დატოვა და ტელეკომპანია "ფორმულაზე" გადავიდა, ამის შესახებ სკანდალურმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავადვე დაწერა:


"დღეიდან მე გავხდი ტელეკომპანია “ფორმულა” -ს თანამშრომელი. დანარჩენი ნიკა არაბიძესთან", – ვკითხულობთ ფარულავას პოსტში.




0
1110
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1110