x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ერთიანი ალანია" - სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკას რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად გაერთიანება სურს 
image

"სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არაღიარებული რესპუბლიკა რუსეთის ნაწილი გახდება", - ამის შესახებ 31 მარტს, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ტელეკომპანია Россия-24 ის ეთერში და 30 მარტს Соловьёв LIVE.-ში განაცხადა.


„ჩვენ უკვე გვაქვს ალანია: ჩრდილოეთ ოსეთი - ალანია და სამხრეთ ოსეთი - ალანიას სახელმწიფო. ეს უკვე ერთი ალანიაა. როდესაც უკვე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ვიქნებით, იქნება პროცედურებიც, რომლებიც სუბიექტების გაერთიანებასთან დაკავშირებული იქნება“, - განაცხადა მან.


მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი ე.წ. რესპუბლიკა შესაძლოა, გახდეს რუსეთის ნაწილი, როგორც ფედერაციის სუბიექტი, რის შემდეგაც ხელისუფლება აპირებს მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების პროცედურის დაწყებას.



„ვფიქრობ, რომ ოსეთის გაერთიანება აუცილებელია“, - განაცხადა მან.


ბიბილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შემთხვევაში, სუბიექტს შეიძლება ეწოდოს ოსეთი-ალანია. ასევე, ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჩამოთვალა სარგებელი რუსეთთან შეერთების შემდეგ.


მისი თქმით, ეს გაზრდის რესპუბლიკის უსაფრთხოებას და გაზრდის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს, კერძოდ, რამდენჯერმე გაიზრდება სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები.მისივე თქმით ახდება ოსი ხალხის "საუკუნოვანი ოცნება" და რუსეთს შეუერთდება.


30 მარტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გამოაცხადა გეგმები, რომ "ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკა" მალე შევა რუსეთის შემადგენლობაში. მან აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყნის სტრატეგიული მიზანი და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები ამ ინიციატივის განსახორციელებლად, მათ შორის რეფერენდუმის ჩატარების ჩათვლით.


სამხრეთ ოსეთის ე.წ. მეთაურის პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა, რომ რეფერენდუმი რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 10 აპრილს გაიმართება.

0
84
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0