x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
15 ფოტოშედარებები, რუბრიკიდან – "როგორ იცვლება ჩვენი სამყარო"

დრო — საოცარი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ყველაფერი, რასაც შეეხება. ერთი შეხედვით, ცვლილებები, შეიძლება, უმნიშვნელო ჩანდეს... მაგრამ, საკმარისია შედარება მოვახდინოთ, რომ მის გლობალურობაში დავრწმუნდეთ.


image


უკანასკნელი საუკუნის, თუ ათწლეულების მანძილზე, სერიოზულად შეიცვალა ბევრი ქალაქი და ღირსშესანიშნაობა. ამაში დასარწმუნებლად კი, რამდენიმე ფოტოს ნახვაც კ საკმარისია:


ბლექფრარის ხიდი, ლონდონი. ფოტოები გადაღებულია 1844 და 2022 წწ–შიimage


ჰონგ-კონგმა ხის სახლები თანამედროვე ცათამბჯენებით შეცვალა, 1960 და 2022 წ. ფოტოებიimage


რიო-დე-ჟანეირო, 74 წლიანი სხვაობით – პირველი ფოტო გადაღებულია 1948 წელს, მეორე კი, 2022–ში.image


სეული – ცვლილებების მასშტაბები უზარმაზარია... ფოტოები გადაღებულია 1960 და 2014 წლებში.image


ყოფილი სასტუმრო Sherman–ი, ჩიკაგოს ცენტრში. პირველი ფოტო გადაღებულია გასული საუკუნის 70–იან წლებში. ხოლო მეორე 2020 წელს

image


ჯამას მჩეთი, ინდოეთი. ეს ისტორიული ძეგლი 1484 წლით არის დათარიღებული. ხოლო, აქ წარმოდგენილი ფოტოები 1890 და 2010 წელს არის გადაღებული. როგორც ჩანს, დროის ამ შუალედში, მეჩეთის მნიშვნელოვან რესტავრაციას ჰქონდა ადგილი.image


გრანტ–ავენიუ, სან-ფრანცისკო. ქალაქი 1915 წელს უკვე საკმაოდ კარგად იყო განვითარებული. ხოლო, 2019 წლისთვის, მის პეიზაჟზე ცათამბჯენები და მოასფალტებული გზები "ჩაეწერა".

image


პორტუ-ალეგრი, ბრაზილია. ცნობილი ხიდი 1930 და 2019 წლებშიimage


მონტევიდეში მდებარე, ამ უჩვეულო ხეზე დაკვირვებას 1914 წლიდან აწარმოებენ. ტურისტები კი, მისი ბედით დღესაც ინტერესდებიან – მარჯვენა ფოტო 2021 წ. არის გადაღებული.

image

ჰელსინკი, ფინეთი. ამ ადგილის ამოცნობა, ამდენი წლის შემდეგაც მარტივად შეიძლება. ფოტოები 1927 და 2019 წლებშია გადაღებული.image


ვუდსტოკი, ნიუ-იორკი. პირველი ფოტო გადაღებულია 1969 წელს, მუსიკალურ ფესტივალზე. ხოლო მეორე, – გასული წლის აგვისტოში.image


სტამბოლის ისტორიული რაიონი, გასული საუკუნის დასაწყისში და დღეს
image


სტენის ციხესიმაგრა, ანტვერპენი, ბელგია. ფოტოები გადაღებულია 1890 და 2018 წლებში.image


გრანდ საბლონის მოედანი, ბრიუსელი. პირველი ფოტო გადაღებულია XX საუკუნის დასაწყისში. ხოლო მეორე – 2018 წ.

image


ბრემენი, გერმანია. ფოტოები გადაღებულია 1859 და 2007 წლებშიimage


სამყაროს გარდაქმნა ბუნებრივია... საინტერესოა, როგორი იქნება ეს ადგილები, კიდევ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ?


image


imageimageimageimage



0
487
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0