x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
„უკრაინის დროშები ყველგან?” თუ “ნუ წაიღეთ ტვინი ამ დროშებით?!” - ნუკი კოშკელიშვილი
image


ქართველი მოდელი და ტელეწაყვანი ნუკი კოშკელიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს. ტექსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა, მითუმეტეს, რომ მის პროფილის და ქავერის ფოტოზეც უკრაინის დროშებია გამოსახული. ამ დროისთვის ეს პოსტი ნუკის გვერდზე უკვე აღარ იძებნება.



„უკრაინის დროშები ყველგან?” თუ “ნუ წაიღეთ ტვინი ამ დროშებით?!” დღეს მქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სწორი? თუ ზედმეტია, სულ ყველას რომ გვიდევს უკრაინის დროშები. ტრენდია ეს თუ გააზრებული მხარდაჭერა?! კამათი დაიწყო იქიდან, რომ ცენტრალურ პარკში ბავშვები ყიდდნენ უკრაინის დროშის ფერებში სამაჯურებს. უბრალოდ ჩაანაცვლეს ორცხობილების გაყიდვა დროშებით.


თუ გააზრებულია ეს საქციელი და ფული დასახმარებლად გროვდება? ჩემი პოზიციაა, მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში, რომ როდესაც მტერი ინფორმაციულ ვაკუუმშია, საჭიროა და სწორია უკრაინის დროშების “გაჯაზება”, ყველას უნდა ხვდებოდეს თვალში. ვისაც ჯერ არ დაუსვამს კითხვები, უნდა დასვან. საშინელება ხდება ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ევროპის გულში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში (ტერიტორიულად) ევროპაში.



სწორია, რომ ამაზე ყველამ ისაუბროს. ისიც სწორად მიმაჩნია, რომ ამერიკელი ბავშვები აკეთებდნენ სამაჯურებს, თუნდაც, თუ ეს ფული მათი ჯიბის ფული გახდება. როდესაც აკეთებდნენ, ხომ დასვეს კითხვები, ხომ გაიგეს, რა ხდება. ჰოდა, ეს არის მნიშვნელოვანი. საშინელი ტრაგედია ხდება უკრაინაში, ბავშვები, ქალები, მოხუცები - არავინ არის დაცული. ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში. თქვენ რას ფიქრობთ?" - წერს ნუკი კოშკელიშვილი.


0
806
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0